მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,გახარია ფსკერს ქვევით დაეშვა'' - კობახიძე გახარიას ინტერვიუზე ,,ფორმულას'' ეთერში

,,გახარია ფსკერს ქვევით დაეშვა” – კობახიძე გახარიას ინტერვიუზე ,,ფორმულას” ეთერში

Published on

 

“როდესაც კეზერაშვილის ტელევიზიაში დგახარ და ამბობ, რომ ჩემი იმედები ვერ გაამართლა ივანიშვილმა, ეს არ ვიცი უკვე, რა კომენტარს იმსახურებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ყველანაირ ფსკერზე არის დაშვებული, ეს არის ერთი მორალური ფსკერი. გარდა ამისა, როდესაც უკვე ასე საუბრობ, რომ ვერ ხვდები რა გაწყობს და რა არა, ეს ნიშნავს, რომ ფსკერს ქვემოთაც ხარ დაშვებული.” – ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიერ “კეზერაშვილის ტელევიზიაში” ივანიშვილის კრიტიკა ფსკერზე დაშვება იყო. მისი თქმით, გახარია ისეთ ქმედებებზე გადავიდა, რაც “თვითდაზიანებას ნიშნავს”.

,,მთელი მისი აგიტაცია აგებული იყო იმაზე, რომ მას ჰქონდა კოორდინაცია ოცნებასთან, ივანიშვილთან და ა.შ., მაგრამ დღეს ის კეზერაშვილის ტელევიზიაში პირდაპირ დაუპირისპირდა ივანიშვილს, უკვე ისეთ ქმედებებზეა გადასული, რაც ბოლომდე თვითდაზიანებას ნიშნავს”, — განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, გიორგი გახარია “აჭრილია”, როცა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი იმედები ვერ გაამართლა.

“გახარია სრულიად აჭრილია. ისეთ განცხადებებს აკეთებს, რაც სრულიად არ შედის მის ინტერესებში. სულ რომ თავი დავანებოთ მისი განცხადებების არაადეკვატურობას შინაარსობრივად, ნუ რა ვიცი.. ბიძინა ივანიშვილი  ბავშვობიდან ოცნებობდა იმაზე, რომ როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა. ეს არის სრულიად არასერიოზული. გახარია ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პრემიერად და დაუტოვა ისეთი გარემო, სადაც მას ერთადერთი – უნდა ეკეთებინა ქვეყნის საქმე. ასეთ დროს მან მყისიერად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლიდან ერთ თვეში უღალატა ქვეყანას და უღალატა გუნდს და რა ნდობის ვერგამართლებაზე ლაპარაკობს”. – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ყოფილ თანაგუნდელზე.

გუშინ, 25 სექტემბერს, გახარიამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში თქვა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მისი ნდობა არ გაამართლა. ამის შესახებ მან მაშინ განაცხადა, როცა ჟურნალისტმა შეახსენა, რომ ადრე საუბრობდა ივანიშვილის “უმნიშვნელოვანეს როლზე” ქართული ოცნების მიმართ ნდობის საკითხში და ჰკითხა, ახლაც იმავე აზრზე იყო თუ არა. გახარიამ ამ კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა და თქვა: “ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა. მარტო ჩემი არა, მოქალაქეების”.

სიახლეები

თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ, ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავა. ამის...

ამოღებულია კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”-ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე...

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დღეს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს დღეს, 12 მაისს გამოაცხადებს, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა...

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...