მთავარიUncategorized,,არავინ ჩამოუშვას ხელები! ყველამ ყველაფერი უნდა ჩავდოთ გამარჯვებაში, რომელიც არის ახლოს“- აცხადებს...

,,არავინ ჩამოუშვას ხელები! ყველამ ყველაფერი უნდა ჩავდოთ გამარჯვებაში, რომელიც არის ახლოს“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნოდ საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ფეისბუქგვერდის მეშვეობით მიმართავს და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

“მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ, ბილეთი აიღოთ და საქართველოში ჩახვიდეთ, ახლა წყდება საქართველოს ბედი. მე ეს ვიცი, იგივეს გაკეთებას ვაპირებ. მეორე, ვისაც არ შეუძლია იმის გამო, რომ დოკუმენტები არ აქვს წესრიგში, სამსახური არ აძლევს ამის საშუალებას, დაურეკეთ ახლობლებს და ნათესავებს, უთხარით, რომ ყველანი არჩევნებზე მივიდნენ. არავინ ჩამოუშვას ხელები! ეს არის გადამწყვეტი დრო! მეგობრებო, ის დროა, როდესაც ყველამ ყველაფერი უნდა გადავდოთ, ყველაფერი უნდა ჩავდოთ გამარჯვებაში, რომელიც არის ახლოს“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით,  “ქართული ოცნება” 43%-იან ბარიერს ვერ უახლოვდება და ხელისუფლებამ ეს საკუთარი შიდა კვლევებითაც კარგად იცის.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებსაც კარგად აქვთ გააზრებული, რასაც ადასტურებს ევროპარლამენტიდან სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაც . ეს არის ერთადერთი შემთხვევა ევროპაში, უახლეს ისტორიაში, როდესაც ევროკავშირი აკვირდება ფორმალურად ადგილობრივ არჩევნებს. მათ იციან, რომ ეს მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები არ არის – ეს არის რეფერენდუმი ხელისუფლების შეცვლის თაობაზე.

სააკაშვილი ოპოზიციას ძველი წყენების დავიწყებას ურჩევს და გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ახლა ყველანაირი ძველი ქიშპობა, კბენები უნდა დავივიწყოთ, თუ, რა თქმა უნდა, ვიღაც პირდაპირ ივანიშვილზე არ მუშაობს და მისგან არ იღებს ამისთვის ანაზღაურებას. მაგრამ, უმრავლესობა ძალიან კარგი ხალხია, მე ძალიან მომწონს, მაგალითად, გირჩის ზურაბ ჯაფარიძის ხალხი. დიდი სიურპრიზია ჩემთვის, რომ ლეიბორისტებს ჰყავს ძალიან კარგი ახალგაზრდობა, ელენე ხოშტარიას ჰყავს კარგი ხალხი და უამრავი სხვა ჯგუფია, რომელიც არის ძალიან საინტერესო. რაც მთავარია, ჩნდება ახალი ხალხი და ეს არის ძალიან მისასალმებელი, რადგან ახალი ხალხი სჭირდება ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველას უკლებლივ. –  ამბობს მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიციას მიმართავს, რომ გარდამავალ პერიოდში აუცილებელია კოალიციური შეთანხმება შედგეს.

.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...