მთავარისიახლეებიაშშ განვითარებად ქვეყნებს Pfizer-ის ვაქცინის 500 მილიონ დოზას გადასცემს

აშშ განვითარებად ქვეყნებს Pfizer-ის ვაქცინის 500 მილიონ დოზას გადასცემს

Published on

შეერთებული შტატები აპირებს, რომ განვითარებადი ქვეყნებისთვის Pfizer-ის ვაქცინის 500 მილიონი დოზა გამოყოს.

დამატებითი დოზების გაცემის შემდეგ, აშშ-ს საერთო ჯამში, მილიარდი დოზა ექნება გაცემული. BBC-ის ცნობით, ექსპერტების თქმით, იმისთვის, რომ მსოფლიო მოსახლეობის მინიმუმ 70% აიცრას, 11 მილიარდი დოზაა საჭირო.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანი იყო, რომ თითოეულ ქვეყანაში 40%-იანი აცრის მაჩვენებელი ყოფილიყო. თუმცა, როგორც BBC წერს, მიზნის მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, მაშინ, როცა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში მოსახლეობის ნახევარს ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, მოსახლეობის მხოლოდ 2%-ა ერთი დოზით აცრილი.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...