მთავარისიახლეებიკონფლიქტებიარძინბადან არძინბამდე. ვინ გახდება ,,აფხაზეთის პრეზიდენტი'' - პუტინი თუ ინალ არძინბა?

არძინბადან არძინბამდე. ვინ გახდება ,,აფხაზეთის პრეზიდენტი” – პუტინი თუ ინალ არძინბა?

Published on

ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრებმა ფეისბუქ მომხმარებლებმა 2019 წლის დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არაფორმალური კვლევების ჩატარება დაიწყეს – წერს საინფორმაციო პორტალ “ეხოკავკაზას” ჟურნალისტი ვიტალი შარია.
 
შარია წერს, რომ ერთ-ერთმა მომხმარებელმა საკუთარ გვერდზე ასეთი შინაარსის პოსტი დადო „ გამოკითხვა! რეალური კანდიდატები 2019 წ. პრეზიდენტის პოსტზე. მეგობრებო, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები“, რასაც ასეთი პასუხები მოჰყვა:
 
„თუ ასეთ ქაოსი გაგრძელდა, მაშინ დიდი ალბათბით, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გახდება“, „ჯერჯერობით ვერავის ვხედავ რეალურ კანდიდატად“, „ არც უნდა ამ საკითხს დაფიქრება, არავინ არ არის“, „იქნებ სჯობდეს საპრეზიდენტო მმართველობის გარეშე?“ „ალექსანდრე ანქვაბი“ „ანქვაბის დრო წასულია. თუ მას ასახელებთ, იქნებ ბაღაფშიც გააცოცხლოთ“ , 2019 წლამდე ჯერ ადრეა. ვინ იცის, იქნებ ვადამდელი არჩევნებიც იყოს“.
 
პასუხებში არაერთხელ გაიჟღერა ინალ არძინბას ე.წ. კანდიდატურამ – ინალ არძინბა 26 წლისაა და წარმატებულ კარიერას მოსკოვში იქმნიდა. გასულ წელს ის დსთ-ს ქვეყნებთან, ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სამმართველოს ხელმძღვანელად დაინიშნა, მანამდე კი  დსთ-ს ქვენების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის პრჩევლის პოსტი ეჭირა. მიუხედავად, მისი ე.წ. კანდიდატურის არაერთხელ დასახელებისა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ე.წ. პოსტის დაკავება შეუძლია პირს, რომლის ასაკი 35 წელია და ზევით (თუმცა კონსტიტუციის ჭრა-კერვა , დღევანდელი საქართველოსი არ იყოს, აფხაზებშიც მიღებულია. – ოდიში ნიუსი)  
 
რამდენჯერმე დაასახელეს რაულ ლოლუას და ბატალ ტაბაღუას კანდიდატურებიც. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ არც ერთხელ არ დასახელებულა ე.წ. მოქმედი დეფაქტო პრეზიდენტი – რაულ ხაჯიმბა და არც 2014 წ. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე და მეორე საუკეთესო შედეგების მქონე – ასლან ბჟანია.
 
ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. ექსპერტები თვლიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვა „კუსტარულად“ არის ჩატარებული – შედეგები რეალობას ასახავს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...