მთავარისიახლეებიპოლიტიკა1 თვის წინ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის 75 მილიონიან დახმარებაზე უარი თქვა, ახლა...

1 თვის წინ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის 75 მილიონიან დახმარებაზე უარი თქვა, ახლა კი აზიის განვითარების ბანკისგან 100 მილიონი დოლარი ისესხა

Published on

აზიის განვითარების ბანკმა  (ADB) საქართველოს 100 მილიონი დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სესხი დაუმტკიცა. ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი  ავრცელებს.

“ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ორი ენერგოკომპანიის ფინანსური და კორპორატიული მართვის გაუმჯობესებას – თქვა ბანკის ცეინტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა.  მისი თქმით, პროგრამა მიზნად ისახავს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ორი ენერგოკომპანიის ფინანსური და კორპორატიული მართვის გაუმჯობესებას.

გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროგრამა მაგალითის მიმცემი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი სხვა კომანიებისთვის და ADB მზადაა მთავრობას დაეხმაროს ამ მიმართულებით უფრო გაფართოებული რეფორმებისა და ეკონომიკის ზრდის ხელშესაწყობად”

ADB-ის ენერგეტიკის მთავარი სპეციალისტი ადნან ტარინი კი ამბობს, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ფინანსური სტაბილურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

საქართველო ADB-ის წევრი 2007 წლიდანაა და მას შემდეგ ბანკი ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია.  საქართველოსთვის გაცემული სესხების ჯამი 3.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტები 28.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისაა.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 1 თვის წინ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის 75-მილიონიან დახმარებაზე უარი თქვა. ღარიბაშვილი მაშინ ამბობდა, რომ EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი “საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება”.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...