მთავარისიახლეებიპოლიტიკადმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დაჭრეს

დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დაჭრეს

Published on

დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს.

როგორც პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის კახა ოქრიაშვილი აცხადებს,სოფელ განთიადში ოპოზიციის აქტივისტები, დმანისის მერობის შეთანხმებული კანდიდატის გიორგი ტატუაშვილისა და მისი ორგანიზებით გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, “ოცნების“ წარმომადგენლებმა დანით დაჭრეს.


,,თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი. ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი. ოპოზიციის ორივე მომხრე უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში. არსებობს ფაქტების დამადასტურებელი ვიდეო-ჩანაწერები. მივმართავ შესაბამის უწყებებს – ველით დამნაშავეების დაკავებას და უსწრაფეს რეაგირებას“, – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

სიახლეები

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...

“ოცნებამ” ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული გელა ჭიღლაძის საქმეზე გადაწყვეტილება...

მარნეულის მერის ძალადობაში ბრალდებული ძმა სახლშია

მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, უკვე სახლში...

ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს...