მთავარისიახლეებირეგიონებიგუბერნატორმა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს

გუბერნატორმა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს

Published on

აფხაზეთის ადმინისისტრაციულ საზღვართან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი „მეგობრობის“ მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ლევან შონიამ, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა და ზუგდიდს გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ დაათვალიერეს. გუბერნატორის განცხადებით, სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რაც მისასალმებელია, ლევან შონიამ მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენას. სავაჭრო ცენტრი „მეგობრობა“ 4 ჰექტარზეგანთავსდება. ცენტრში სავაჭრო ფართების გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტი, მცირე სამაცივრე დანადგარები, საზოგადოებრივი ცენტრი, ფოსტა, აფთიაქი, ბანკი დ აასევე ვეტერინარული კლინიკა განთავსდება. სავაჭრო ცენტრში ყველა აუცილებელი პირობა შეიქმნება იმისითვის,რომ მომხმარებელმა მაქსიმალური ხარისხის მომსახურეობა და პროდუქტი მიიღოს, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ასევე ადგილობრივ მოსახლეობას ზედმეტი დანახარჯების გარეშე ერთ სივრცეში ისარგებლონ ყველა სახის მომსახურებით. რუხის მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრს საპარტნიორო ფონდი აშენებს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“ ასრულებს. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 100-მდე მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ რუხში ასევე შენდება, მულტიფუნქციური რეგიონალური საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. მთავრობას გამყოფი ხაზის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული, კონფლიქტისპირა სოფლებში, კოკი, ორსანტია, ხუჩა, შამგონა, რიყე და ფახულანი აშენდა ახალი გზები, უმეტეს კონფლიქტისპირა სოფლებში მოხდა გაზიფიცირება.

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...