მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინამ მეგის ქარდავას გადმოცემა რაღაცის სანაცვლოდ გადაწყვიტა- ვანო მაჭავარიანი

უკრაინამ მეგის ქარდავას გადმოცემა რაღაცის სანაცვლოდ გადაწყვიტა- ვანო მაჭავარიანი

Published on

დაგეგმილი დრო, ადგილი, პერიოდი. ფაქტია, რომ ეს არ მოხდა შემთხვევით. უკრაინამ მეგის ქარდავას გადმოცემა რაღაცის სანაცვლოდ გადაწყვიტა, – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი ვანო მაჭავარიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ კიევიდან თბილისში სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირებას.

როგორც ვანო მაჭავარიანმა აღნიშნა, წინასაარჩევნოდ ბევრ დამთხვევას აქვს ადგილი, თანაც, მისი თქმით, უცნობია რა ჩვენებას მისცემს მეგის ქარდავა და ვის წინააღმდეგ.

პოლიტოლოგის განცხადებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ექსპრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი კიევში იმყოფება, რომელიც არანაირ დაპირისპირებაში არ არის უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან.

„ფაქტია, რომ ეს არ მოხდა შემთხვევით, უკრაინამ მეგის ქარდავას გადმოცემა რაღაცის სანაცვლოდ გადაწყვიტა. რაღაც გარიგებაა. თუ უკრაინას არ უნდოდა გადმოეცა მეგის ქარდავა, გაერო იყო ამის ძალიან კარგი საბაბი, ან მეტსაც გეტყვით, თუ ქარდავას არ უნდოდა წამოსვლა და უკრაინის ხელისუფლებაც გაითვალისწინებდა ამ პროტექციას, რა თქმა უნდა, ის არ ჩამოვიდოდა, მაგრამ ბევრი უცნაურობა და დამთხვევაა. თან ეს ხდება არჩევნების წინ. კომპრომატების ომი, რომელიც ყოველი არჩევნების წინ ვნახეთ და ახლაც ვხედავთ.

მეგის ქარდავას რა პოლიტიკური ბალანსი შეუძლია შემოიტანოს, რა ჩვენებებს მისცეს,ვის წინააღმდეგ,  რა განცხადებებს გააკეთებს იგი და  რა გარანტიებს მიიღებს. უცნაური სწორედ ეს არის, რას ემსახურება, ვის ემსახურება, რა ეფექტს გამოიწვევს მისი  დაბრუნება.

ალბათ, მას თავისი მომხრეებიც ჰყავს, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში. ეს ხომ არ არის უბრალო ადამიანი, რომელიც გადმოსცეს ძალიან პატარა კრიმინალისთვის. საინტერესოა  უკრაინის პროკურატურის განცხადება, სააკაშვილის განცხადება. .

უცნაური პროცესები ხდება თვითონ „ოცნების“ შიგნით. „არჩევნებამდე დარჩა ორი კვირა, ბევრი კომპრომატი გამოვიდა და ეს მგონი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გეგმავენ. ახლა ალბათ პოლიტიკოსებზე იქნება რაღაცა, პირადი საუბრები, პოლიტიკური გარიგებები, ეს არის კომპრომატებით ომი, რომელიც რუსებისგან კარგად ისწავლა ჩვენმა სუს-მა, ისევ პოსტსაბჭოური მეთოდებით მუშაობენ. ეს ის ძალაა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სისტემას მუდმივად „აჯაყჯაყებს“.

შიგნით იმდენად უამრავი პრობლემაა და ნაკერებზე სკდება ეს ყველაფერი. ივანიშვილი გავიდა, ღიად არავის ესაუბრება, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს, „ქართულმა ოცნებამ“ არ იცის ვინ არის მისი პატრონი; კობახიძე, მდინარაძე არ აღმოჩნდენ ის სანდო ადამიანები, რომლებიც ერთ დღეს გახარიას აქებდნენ და დღეს ნარკომანობას აბრალებენ. კალაძე გვახსოვს ავად გახდა, ახლა ძალიან ჯანმრთელად არის, ის ავადმყოფობაც არის დაკავშირებული რაღაც პრობლემებთან, რომელიც შიგნით ჰქონდა ივანიშვილთან. სერიოზული მოძრაობები ხდება და ივანიშვილია ამის სათავეში ხოლმე. -განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადაცია დღეს განხორციელდა.

სიახლეები

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......

ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს

ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ...

ვრჩები ერთგული ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, სანამ ხალხი ახალ არჩევნებს არ მიაღწევს -ზურაბიშვილი

"მე ვრჩები ერთგული ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, ახლა ახალი ოფისიდან, რომელიც ატარებს...