მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტში მელიასთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას დაუჭირეს მხარი

პარლამენტში მელიასთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას დაუჭირეს მხარი

Published on

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მხარი დაუჭირა ნაციონალური მოძრაობის ლიდერსა და თბილისის მერობის კანდიდატისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს.

“ეს საკითხი ჩვენი მხრიდან სრულიად დაცლილია რაიმე პოლიტიკური მდგენელისგან, რამეთუ ჩვენ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული ასეთი ტიპის განცხადებაზე რეაგირების ვადები. კომიტეტი სწორედ კანონის დაცვით განიხილავს აღნიშნულ საკითხს”, – განაცხადა სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება, რომელიც პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შეიტანს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ დადგენილების პროექტს.

ნიკა მელიამ პარლამენტის დატოვების შესახებ ივლისის ბოლოს განაცხადა. როგორც მელიამ მაშინ აღნიშნა, ის აპირებს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ელენე ხოშტარიასთან ერთად, მთლიანად თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდეს.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის დანარჩენი დეპუტატები პარლამენტში დარჩებიან იმისათვის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები მმართველ გუნდს ბოლომდე მიაყვანინონ.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...