მთავარისიახლეებიმსოფლიოსაფრანგეთში სამედიცინო სფეროში დასაქმებულ, აუცრელ 3 000-მდე ადამიანს მუშაობის უფლება შეუჩერეს

საფრანგეთში სამედიცინო სფეროში დასაქმებულ, აუცრელ 3 000-მდე ადამიანს მუშაობის უფლება შეუჩერეს

Published on

საფრანგეთში სამედიცინო სფეროში დასაქმებულ, Covid-19-ზე აუცრელ 3 000-მდე ადამიანს, რომელიც   სამედიცინო სფეროშია დასაქმებულ, დროებით მუშაობის უფლება შეუჩერეს.

ახალი რეგულაცია ძალაში 15 სექტემბერს შევიდა და ყველა ექიმს, ექთანს, მოხალისეს და ჯანდაცვის სფეროში ოფისში მომუშავეებს ეხება.

რეგულაციებში ცვლილებების შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოსახლეობა ივლისში გააფრთხილა და თქვა, რომ საჭირო იყო 15 სექტემბრამდე ვაქცინის ერთი დოზის გაკეთება მაინც, წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სამსახურის დატოვება მოუხდებოდათ.

პრეზიდენტის განცხადების შემდეგ საიტ Doctolib-ს, რომელსაც საფრანგეთის მოსახლეობა ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის იყენებს, პრობლემები შეექმნა, რადგან დიდი რაოდენობით მომხმარებელმა ერთდროულად სცადა რეგისტრაცია.

მიუხედავად ამისა, ამ დრომდე ათასობით ადამიანი ვაქცინაციაზე უარს ამბობს, რაც იწვევს შიშს, რომ შესაძლოა ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაში შეფერხებები შეიქმნას.

თუმცა ჯანდაცვის მინისტრ ვერანის თანახმად, 16 სექტემბრისთვის ყველა საავადმყოფოსა და სამედიცინო დაწესებულებაში ძირითადი სერვისების მიწოდება ფაქტობრივად შეუფერხებლად ხდება  . მინისტრის განმარტებით მუშაობის უფლების შეჩერება ძირითადად დამხმარე პერსონალს და რამდენიმე “თეთრხალათიანს” შეეხო, ქვეყნის მასშტაბით კი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სამსახური დატოვა.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...