მთავარისიახლეებიფოთის საპატრულო პოლიციის უფროსი ქალს მოკვლით ემუქრებოდა

ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსი ქალს მოკვლით ემუქრებოდა

Published on

3 000 ლარიანი გირაო ქალზე ძალადობისთვის – ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსი თორნიკე იზორია, ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოსამართლემ გირაოს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შსს-ს მაღალჩინოსანი გაათავისუფლა.

საქმის მასალების თანახმად, იზორია ბიზნესპარტნიორს, 36 წლის ქალს მოკვლით ემუქრებოდა, იძალადა არასრულწლოვნების თანდასწრებით და მუქარის მსხვერპლი სხვა ქალებიც იყვნენ.

იზორიას წინააღმდეგ ძალადობის მსხვერპლი ქალების გარდა ჩხენება მისცეს იმ არასრულწლოვნებმაც, რომლებიც მუქარას თავად შეესწრნენ.

მას ბრალი ედება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობაში, ის პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსანია, სისხლის სამართლის საქმე მუქარის მუხლითაცაა აღძრული. ბიზნესპარტნიორს იარაღის გამოყენებით ემუქრებოდა. საქმე ფინანსურ დავას ეხებოდა და როგორც კი საქმე ფულს შეეხებოდა ძალადობაზე გადადიოდა. იყო ფიზიკური ძალადობის ფაქტებიც. ვადასტურებ, რომ ეს ხდებოდა არასრულწლოვნების წინაშე”- აცხადებს დაზარალებული ქალის ადვოკატი.

უფლებადამცველი პოლიტიკურ მფარველობაზე ამახვილებს ყურადღებას:

ეს ადამიანი საზოგადოებისთვის საშიშია. დანაშაულის განმეორების საფრთხე დიდია”- აღნიშნავს ადვოკატი.

ქალზე იარაღით ძალადობაში ბარალდებული “ქართული ოცნების” ადგილობრივი ლიდერის, ჯუმბერ იზორიას შვილია. ჯუმბერ იზორია ჯერ “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაში იყო ახლა კი არჩევნებში ჩხოროწყუს საკრებულოს წევრობისთვის იბრძვის და სიის მეორე ნომერია.
წყარო: ტვ პირველი

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...