მთავარისიახლეებიმსოფლიორა მოხდა ხურაგადაში? – ახალი დეტალები ,,რეიტერისგან''

რა მოხდა ხურაგადაში? – ახალი დეტალები ,,რეიტერისგან”

Published on

დღეს ეგვიპტის ქალაქ ხურაგადაში,  წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე პლაჟზე შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად მოკლულია ორი გერმანელი ქალი და დაჭრილია 4 ტურისტი .  
რეიტერის ცნობით, თავდასხმა განახორციელა ოცი წლის მამაკაცმა , რომელიც დანით იყო შეიარაღებული. მას  საფეხბურთო შავი მაისური და ლურჯი ჯინსები ეცვა და არაბულ ენაზე ძახილით აფრთხილებდა ადგილობრივებს გაცლოდნენ იქაურობას. ამის საფუძველზე  ქვეყნის უშიშრობის სამსახურში ასკვნიან, რომ  მისი სამიზნეები მხოლოდ და მხოლოდ უცხოელები იყვნენ. 
არსებული ინფორმაციით, მან დახურულ ტურისტულ პლაჟზე საზოგადოებრივი პლაჟიდან ზღვით, ცურვით შეაღწია. 
 
რეიტერი იუწყება აგრეთვე, რომ თავდამსხმელმა ჯერ ერთი სასტუმროს პლჟზე დაჭრა ორი ადამიანი, ხოლო შემდეგ მეორე სასტუმროს პლჟზე მოკლა  ორი და დაჭრა ორი ტურისტი.   

თავდამსხმელი უკვე დაკავებულია და დაკითხული, თუმცა თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის არ სახელდება.
 
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ  მოკლული ქალები ორმაგი, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეობის მქონე პირები იყვნენ, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი გერმანიის მოქალაქეები არიან. ოთხი დაშავებულიდან ორი ჩეხეთის მოქალაქეა, არც მათ და არც სხვა დაშავებულებს   სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ, ჭრილობები ზედაპირულია და მათ მალე გაწერენ საავადმყოფოდან. 
საქართველოს  საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ მომხდარის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები  არ არიან. 
 
 

ამ დროისთვის ხურგადაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
შეგახსენებთ, შარშან იანვარში ხურაგადაში დაახლებით ასეთივე თავდასხმა მოხდა – მაშინ სამი დანებით  შეიარაღებული პირი სასტუმრო Bella Vista – ს რესტორანში შეიჭრა და ორი ავსტრიელი და ერთი შვედი ტურისტი დაჭრა. თავდამსხმელები ადგილზე იქნენ ლიკვიდირებული პოლიციის მიერ.

 

 
 
 
 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....