მთავარისიახლეებიირაკლი ღარიბაშვილი - ეს არის დესტრუქციული ოპოზიციის, სააკაშვილის შეთქმულება სახელმწიფოსა და ეკლესიის...

ირაკლი ღარიბაშვილი – ეს არის დესტრუქციული ოპოზიციის, სააკაშვილის შეთქმულება სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ

Published on

ეს არის ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის, სააკაშვილის შეთქმულება პირდაპირ სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ და სამწუხაროდ, ამ შეთქმულებაში სხვა მოღალატეების კვალიც იკვეთება – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პირდაპირი მტრობა ეკლესიის, მღვდელმთავრების წინააღმდეგ.

„ეს არის მცდელობა მათი დისკრედიტაციის. ეს არის შეთქმულება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის ყოვლად დაუშვებელი. სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს და ყველას და ყველაფერს დაარქმევს სახელს. რა თქმა უმდა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თქვენი ტელევიზიები ამ ყველაფერს, ტყუილ – მართალს უკეთებენ ტირაჟირებას და ეკლესიისა და მღვდელმთავრების დისკრედიტაციას ახდენთ. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა. ეს არის სააკაშვილისა და ოპოზიციის ბოლო მცდელობა. იციან, რომ ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდებიან, უნდათ რომ რაღაც ქნან. ერთი მხრივ, უყურებთ, რომ არჩევნების მზადებას აზრი არ აქვს, რადგან იციან, რომ საერთოდ არ აქვს აზრი მათ ჩართულობას კამპანიაში, იმიტომ, რომ 2 ოქტომბერს აგებენ. ყველაფერი არჩევნების მეორე დღისთვისაა გამიზნული. გარკვეული პროვოკაციები რომ მოაწყონ. სახელმწიფო არავითარ პროვოკაციას არ დაუშავებს. ყველა მოღალატეს და ჩვენი ეკლესიის მტერს გავცემთ მკაცრ პასუხს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა არის ფალსიფიკაცია, ფაბრიკაცია, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით.

პროკურატურამ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება. ყველა ვერსიას დაამუშავებენ. მათ შორის იმ ვერსიასაც, თეორიულად ხომ არ არის შესაძლებელი გახარია და ხოჯევანიშვილი რომ იყვნენ ჩართულები, რომელიც სხვათა შორის სუს-ში მნიშვნელოვან დანაყოფებს ხელმძღვანელობდა და წვდომა ჰქონდა დიდ ინფორმაციასთან, მათ შორის მოსმენების სამსახურთან. ამაზე სპეკულირება არ მსურს და არ მინდა წინასწარი დასკვნები გავაკეთო. გამოძიებას დაველოდოთ, ის დაადგენს ეს არის ფაბრიკაცია, ფალსიფიკაცია, თუ მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...