მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-ის გამოძიების ფბ-მ განასაიდუმლოვა11 სექტემბრის ტერაქტების გამოძიების შედეგები

აშშ-ის გამოძიების ფბ-მ განასაიდუმლოვა11 სექტემბრის ტერაქტების გამოძიების შედეგები

Published on

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გუშინ, შაბათს განასაიდუმლოვა პირველი დოკუმენტი, რომელიც უკავშირდება 2001 წლის 11 სექტემბრის საავიაციო ტერაქტების გამოძიებას. მანამდე ტერაქტების მე-20 წლისთავზე რიგი დოკუმენტებისთვის საიდუმლოს მოხსნის თაობაზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა განკარგულება.

დოკუმენტები, რომელთა გამოქვეყნებაც იგეგმება, 11 სექტემბრის მოვლენებში საუდის არაბეთის კვალს შეეხება. მათ განსაიდუმლოებას ითხოვდნენ ტერაქტების დროს დაღუპულთა ნათესავები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ტერაქტების მომზადებასთან კავშირი შესაძლოა საუდის არაბეთის ხელისუფლებას ჰქონოდა.

2015 წლის აპრილში შედგენილ დოკუმენტში ასახულია ლოს-ანჯელესში საუდის არაბეთის საკონსულოს თანამშრომლის დაკითხვა, რომელსაც კავშირი ჰქონდა ხალხთან, რომლებმაც მნიშვნელოვანი „მატერიალურ-ტექნიკური“ მხარდაჭერა აღმოუჩინეს 19-დან 2 ტერორისტს. დაკითხულთა ვინაობა დოკუმენტში არ არის მითითებული, მაგრამ დასახლებულია საუდის არაბეთის რამდენიმე მოქალაქის სახელი, რომლებსაც კონტაქტი უნდა ჰქონოდათ მომავალ ტერორისტებთან.

დოკუმენტში არ არის არავითარი მტკიცებულება, რომ ელ-რიადის ხელისუფლებამ იცოდა ტერაქტების მზადების შესახებ.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...