მთავარისიახლეებისამართალი,,არ ვარ ცუდი ადამიანი" - განაცხადა ქრთამის აღებაში ბრალდებულმა ოთარ აბესაძემ...

,,არ ვარ ცუდი ადამიანი” – განაცხადა ქრთამის აღებაში ბრალდებულმა ოთარ აბესაძემ სასამართლო პროცესზე

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლომ, თბილისის მერიის მაღალჩინოსანს ოთარ აბესაძეს  აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 
 
საქმის მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
 
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 15 ათასი ლარის ოდენობის გირაოს ითხოვდა. 
 
 პროცესზე ბრალდებულმა  სიტყვით მიმართა მოსამართლეს და განაცხადა, რომ მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის, რათა საქმე გავიდეს "ფინიშში".
 
"მინდა ოჯახს მეგობრებს და საზოგადოებას სინანულით მოვუხადო ბოდიში. არ წარმოვადგენ მე იმ საშიშროებას, საფრთხეს, რომ საქმის მსვლელობას შევუშალო ხელი. მქონდა პროგრესული თანამდებობები, ვკითხულობ ლექციებს, არავინ მომცემს იმის უფლებას, რომ მივიმალო. არ წარმოვადგენ იმ ადამიანს, ვინც შეიძლება ზიანი მიაყენოს ამ საქმეს. სინანულით ვსაუბრობ და მზად ვარ ვითანამშრომლო. დუმილის უფლებასაც ვინარჩუნებ იქამდე, სანამ საქმის განხილვა დაიწყება. აუცილებლად ჩავერთვები საქმეში. არ ვარ ცუდი ადამიანი," განაცხადა აბესაძემ მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.
 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით ორი დღის წინ დააკავა. 
 
 .

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...