ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა,რმელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, ნიუ-იორკიდან საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა.
მოგესალმებით ყველას გარიჟრაჟის ნიუ-იორკიდან […] 1994 წელს ვმუშაობდი ამ ერთ-ერთ შენობაში [ნიუ-იორკის], მაშინ 5 კინკილა ქართველი ვიყავით ამერიკაში. ძალიან მაგარ იურიდიულ ფირმაში ამიყვანეს. უზარმაზარი ხელფასი მქონდა, ბევრ ქართველს დღესაც არ დაესიზმრება, ეს იყო 26 წლის წინ. მაგრამ დავყარე ყველაფერი, სამსახური, პერსპექტივა და გავიქეცი მშიერ, ჩაბნელებულ და ძალიან საშიშ საქართველოში.
.უთუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ მხოლოდ მომსახურე პერსონალი?”, – კითხულობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკიდან ვიდეოჩართვაში და ამ კითხვის საფუძვლად იმას ასახელებს, რომ როგორც მსოფლიოს ბევრ ქალაქში, საქართველოდან წამოსული უმაღლესი კვალიფიკაციის, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები ნიუ-იორკში აფუძნებენ ფირმებს, კომპანიებს და იქ მკვიდრდებიან.
“მესმის, რომ შიმშილია, მესმის, რომ ოჯახი, შვილებია გამოსაკვები, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, სოფლებში მარტო მოხუცები დაგვრჩება. გავსებულია პოლონეთის, გერმანიის აეროპორტები.
გული მევსება საშინელი დარდით, დაგვრჩებიან ეს მახინჯები მთავრობაში, ეს საშინელებები, ეს ჯოჯოები. მათ უტოვებთ საქართველოს?
ცოტა ხანი კიდე გაძელით ხალხო. აქ ლაპარია სულ ცოტა ხანზე. მესმის, რომ ცხოვრება ერთია და ყველა მოთმინებას ჭაობში ცხოვრების აქვს საზღვარი, მაგრამ ჩვენი ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს