მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-ის საელჩო 11 სექტემბრის ტერაქტზე: იმ თავდასხმის 20 წლისთავია, რომელმაც ამერიკა სამუდამოდ...

აშშ-ის საელჩო 11 სექტემბრის ტერაქტზე: იმ თავდასხმის 20 წლისთავია, რომელმაც ამერიკა სამუდამოდ შეცვალა

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.

განცხადებაში  ნათქვამია, რომ დღეს არის იმ თავდასხმების 20 წლისთავი, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატები სამუდამოდ შეცვალა. საელჩოს თანახმად, 2001 წლის 11 სექტემბრის კადრებმა წარუშლელი კვალი დატოვა, თუმცა ამასთანავე მოიტანა არნახული საერთაშორისო ერთიანობა ტერორიზმის წინააღმდეგ, რათა ტერორისტების საწვრთნელი ბანაკების აღმოფხვრით, მსგავსი თავდასხმები აღარასოდეს მომხდარიყო.

„ჩვენ სამუდამოდ მადლიერნი ვართ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების, რომლებიც ავღანეთში გვერდში დაგვიდგნენ სამხედრო, დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ მისიებში, კონკრეტულად კი – საქართველოსი, რომელმაც 20,000-ზე მეტი სამხედრო ჩართო ოპერაციებში და განსაკუთრებული როლი ითამაშა საევაკუაციო ფრენების მხარდაჭერაში.

როგორც გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, გთხოვთ, შემოგვიერთდეთ, რათა პატივი მივაგოთ 2,977 უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის ხსოვნას, რომელიც 11 სექტემბრის თავდასხმებს შეეწირა“, – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

სიახლეები

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის - როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,...

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა."მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში...

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

სუს-ი- დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად,...