მთავარისიახლეებისაზოგადოებაყველა მძევალი თავისუფალია. თავდამსხმელი შენობაში რჩება. სპეცოპერცია გრძელდება

ყველა მძევალი თავისუფალია. თავდამსხმელი შენობაში რჩება. სპეცოპერცია გრძელდება

Published on

ყვარელში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია.  თავად თავდამსხმელი კი შენობაში რჩება.

ტერიტორიაზე შესულია ჯავშანმანქანა, სასწრაფო დახმარების მანქანა, ახლახან ადგილზე გამოჩნდა კიდევ ორი პიკაპი. ყოფილი მძევლები გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი,

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ქეთი კოვზიაშვილის თქმით, სპეცოპერაცია ისევ მიმდინარეობს

“ყველა მძევალი თავისუფალია. შეტყობინების მიღებისთანავე სამართალდამცავებმა ადგილზე დაიწყეს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ღონისძიება. ყველა დეტალზე საუბარი არ შემიძლია. გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს არაერთი მუხლით.

კოვზიაშვილს არ დაუკონკრეტებია, რას ითხოვდა თავდამსხმელი, რამდენი მძევალი ჰყავდა მას და რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა სპეცოპერაციის პირველი ეტაპი.

შეიარაღებასთან დაკავშირებით განვაცხადეთ, რომ ეს პირი ნამდვილად შეიარაღებულია. იყო მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებით. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, მათ შორის, მიმდინარეობს პირის იდენტიფიცირებაც”. – თქვა კოვზიაშვილმა

რაცშეეხება თანხას, რომელსაც თავდამსხმელი მოითხოვდა, სახელდებოდა მილიონ ნახევრიდან 12 მილიონამდე. ახლა ირკვევა, რომ  ეს იყო ნახევარი მილიონი.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...