მთავარისიახლეებისაზოგადოებასასულიერო პირთა გავლენების გამოყენების მცდელობა გახშირდა

სასულიერო პირთა გავლენების გამოყენების მცდელობა გახშირდა

Published on

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეკავონ რელიგიით მანიპულირებისგან. ორგანიზაციის განცხადებით, მმართველი პარტიის წევრების ვიზიტები ტაძრებსა და სამლოცველოებში არჩევნების დანიშვნის დღიდან განსაკუთრებით ინტენსიური გახდა, რაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება უკავშირდებოდეს.

მათივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მთავრობის მეთაური, ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ერთად ტაძრებსა და სამლოცველოებს ხშირად სტუმრობს. ორგანიზაციის ინფორმაციით, არჩევნების დანიშვნის დღიდან, ირაკლი ღარიბაშვილი თანაპარტიელებთან ერთად სასულიერო პირებს ექვსჯერ შეხვდა.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სუბიექტების მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისა და კონკრეტულ სასულიერო პირთა გავლენების გამოყენების მცდელობა წარმოადგენს მანკიერ პრაქტიკას და უარყოფითად აისახება არჩევნების შედეგებზე”, — წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...