მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ ლავროვის განცხადებას ეხმაურება და ხელისუფლებას რუსეთისადმი სრულ ლოიალურობაში ადანაშაულებს

ენმ ლავროვის განცხადებას ეხმაურება და ხელისუფლებას რუსეთისადმი სრულ ლოიალურობაში ადანაშაულებს

Published on

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან „სხვა დონის ურთიერთობების“ შესაძლებლობას ეხებოდა, ოპოზიციის ლიდერები ეხმაურებიან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელისუფლებას, რუსეთისადმი სრულ ლოიალურობაში ადანაშაულებენ. პარტიაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს.
 
„ჩვენ გვაქვს ერთი შედეგი, შედეგი როდესაც მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ბორდერიზაცია, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და შედეგი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ უპირისპირებს ამას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რეალურად დაყენების საკითხს,“ – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
 
შეგახსენებთ, გუშინ სერგეი ლავროვმა ,,კურიერის'' ჟურნალიტის შეკითხვის პასუხად აზეპასუხად განაცხადა, კმაყოფილია ქართველი დეპუტატების, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების  ვიზიტით მოსკოვშიდა  არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების ახალი პლატფორმები გაჩნდეს.
 
„ ჩვენ უკვე გვაქვს რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებისა და საქართველოს პრემიერის სპეც წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის კონტაქტის ხაზი და მზად ვართ სხვა ფორმატებისთვისაც, რომლებიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. ჩვენ ვხედავთ ამაში სარგებელს. უნდა ვილაპარაკოთ ერთმანეთთან და ვეძებოთ გადაწყვეტილებები. ბოლოს და ბოლოს ჩვენ მეზობლები ვართ და ძალიან ბევრი საერთო გვაქვს ისტორიულადაც და დღესაც. ასე რომ, მივესალმებით პარლამენტარების ინიციატივას,“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა. და ამასთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ  რუსეთი ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს.
 

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...