მთავარისიახლეებიკონფლიქტებიკაზაკთა რაზმი ოფიციალურად ერთვება რუსეთ-საქართველოს საზღვრის კონტროლში

კაზაკთა რაზმი ოფიციალურად ერთვება რუსეთ-საქართველოს საზღვრის კონტროლში

Published on

კაზაკთა რაზმი, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთად, რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაცვაში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. 
 
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსა და „თერგის კაზაკთა“ დანაყოფს შორის 2013 წელს შეთანხმება დაიდო, „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სფეროში დახმარების გაწევის თაობაზე“. 
 
კაზაკთა დანაყოფს დაევალება სასაზღვრო ზონაში მყოფი პირებისთვის საბუთების შემოწმება, განმარტებითი სამუშაოს ჩატარება ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებისთვისა და სტუმრებისთვის, რათა მათ სასაზღვრო და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი დაიცვან.
 
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი   კაზაკთა რაზმი რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაცვაში მონაწილეობას აფასებს, როგორც   საქართველოს ოკუპაციისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.
მიიღებს. იგი   მოითხოვს, რომ გაეროს უშიშროების სხდომა გაიმართოს, სადაც ოკუპირებულ რაიონებში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.
 
„გრძელდება აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო – რუსეთის საზღვარს მოადგნენ კაზაკთა რაზმეულები, იგივე რუსული მხედრიონი. შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია მათი შემოყვანა ცხინვალის რეგიონში. საქართველოს მთავრობა, ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც გარიგებულია კრემლთან დუმილზე და გაჩუქებული აქვს საქართველო, რა თქმა უნდა, არანაირ ზომებს არ იღებს.
 
"მთავრობა უნდა ადგეს, ჩაჯდეს თვითმფრინავში, ჩავიდეს ნიუ იორკში და დადგან კარვები გაეროს ოფისის წინ. არ აიშალონ იქიდან, სანამ არ მოხდება რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის დასჯა,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა 
 
 
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...