მთავარისიახლეებიჩემი ვარაუდით, გიორგი გახარიაზე აქვთ კომპრომატი, რომელიც ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული -...

ჩემი ვარაუდით, გიორგი გახარიაზე აქვთ კომპრომატი, რომელიც ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული – გიორგი მშვენიერაძე

Published on

რომელიღაც კანდიდატზე (ჩემი ვარაუდით, გიორგი გახარიაზე) აქვთ კომპრომატი, რომ ის ან ნარკოტიკს მოიხმარს, ან ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული, – ამის შესახებ იურისტი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც იურისტი აღნიშნავს, აღნიშნულს სავარაუდოდ, კენჭისყრის დღემდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინული „ვიკილიქსი“ გამოამზეურებს.

„2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კახა კალაძემ ნარკოლოგიურში შარდი რომ ჩააბარა, ხომ გახსოვთ? ცხადია არა, რადგან არ ჩაუბარებია. მაშინ, რატომ ჩააბარა ახლა?

დიახ, სწორია. რომელიღაც კანდიდატზე (ჩემი ვარაუდით, გიორგი გახარიაზე) აქვთ კომპრომატი, რომ ის ან ნარკოტიკს მოიხმარს, ან ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული და სავარაუდოდ, კენჭისყრის დღემდე რამდენიმე დღით ადრე გამოამზეურებს უკრაინული „ვიკილიქსი“. როცა ფილმში ხშირად ჩანს კედელზე ჩამოკიდებული დამბაჩა, მისით აუცილებლად გაისვრიან“, – წერს მშვენიერაძე.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ 6 სექტემბერს ნარკოტესტი გაიკეთა. როგორც მან აღნიშნა, “ყველანაირად სუფთაა”. ნარკოტესტის გაკეთებისკენ კახა კალაძემ მის კონკურენტებსაც, თბილისის მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა.

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...