მთავარისიახლეებიმსოფლიოდაკავებების ახალი ტალღა სტამბოლსა და ანკარაში – დღეს მედიის ათეულობით ...

დაკავებების ახალი ტალღა სტამბოლსა და ანკარაში – დღეს მედიის ათეულობით თანამშრომლის დაკავებაზე გაიცა ორდერი

Published on

ანკარის პროკურატურამ თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის 34 ყოფილ თანამშრომელზე დაკავების ორდერი გასცა. გამოძიების განცხადებით, მათ ბრალი ედებათ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირებში. 
 
როგორც ანკარის პროკურატურაში აღნიშნეს, ეჭვმიტანილები ByLock-ის აპლიკაციას იყენებდნენ, რომლის მეშვეობითაც დაშიფრული მესიჯების გაცვლას ახდენდნენ სამხედრო გადატრიალების მცდელობისას. 
 
აღსანიშნავია, რომ მობილური ტელეფონის ეს აპლიკაცია თურქეთის უშიშროებამ გატეხა, რის შედეგადაც მათთვის ცნობილი გახდა ათი ათასობით მომხმარებლის ვინაობა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან გიულენის ორგანიზაციასთან. 
 
ასევე, დღეს სტამბოლის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან დაკავშირებული 17 პირის დაკავებაზე გასცა ორდერი. შვიდი მათგანი უკვე დაკავებულია. 
 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....