მთავარისიახლეებიპარლამენტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ ამნისტიის პროექტს ხვალ განიხილავს

პარლამენტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ ამნისტიის პროექტს ხვალ განიხილავს

Published on

პარლამენტი, 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ ამნისტიის პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს. მმართველი გუნდი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტიდან გამომდინარე ინიციატივას, რომელიც მესამე მოსმენაზე იყო გაჩერებული, სამთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

“ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს. ამნისტია გავრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.

კანონპროექტი ინიცირებულია ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ.

სიახლეები

ამოღებულია კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”-ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე...

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დღეს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს დღეს, 12 მაისს გამოაცხადებს, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა...

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...