მთავარისიახლეებისაზოგადოებადაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ - სახალხო...

დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ – სახალხო დამცველი

Published on

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მან გამოიყენა სახალხო დამცველის უფლებამოსილ;ება და უკვე მიმართა მთავარ პროკურატურას, რათა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა “ალტ ინფოს” წარმომადგენლის ზურაბ მახარაძისა და სასულიერო პირის, დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ.

სახალხო დამცველის განცხადებით, პროკურატურისთვის მიმართვის საფუძველი გახდა მედიით გასული მასალებისდ ანალიზი, საიდანაც ცხადი ხდება, რომ ზურაბ მახარაძე 5 ივლისამდე და 5 ივლისსაც მონაწილეობდა ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებაში, ხოლო უშუალოდ 5 ივლისს დეკანოზმა ცქიფურიშვილმა, ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით მოუწოდა შეკრებილებს ძალადობისკენ.

სახალხო დამცველის განცხადებით, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის შესახებ ბრალდება ჯერჯერობით არავისთვის წაუყენებიათ, იმის მიუხედავად, რომ მედიაში გაშუქებული მასალების ანალიზის შემდეგ ამგვარი ბრალდების ადრესატები აშკარად გამოკვეთილია.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...