მთავარიUncategorized,,ამდენი რამ ასწავლეს, ჩააცვეს, დაახურეს და დღეს ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს ამ...

,,ამდენი რამ ასწავლეს, ჩააცვეს, დაახურეს და დღეს ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს ამ გუნდს” – ღარიბაშვილი გახარიაზე

Published on

ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიაზე ძალიან გაბრაზებულია და თავისი პანდორას ყუთი ახლა მის მიმართ გახსნა

,,გუნდმა ყველაფერი გააკეთა ამ კაცისთვის, დაწყებული დამფუძნებლის მხრიდან მის მიმართ გამოჩენილი ასეთი ნდობისა, როცა კაცი არავინ იყო, ჩამოვიდა მოსკოვიდან, დანიშნეს ჯერ რამდენიმე ადგილას, ამხელა ნდობა მოგცეს, ამდენი რამ გასწავლეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს რომ იტყვიან და დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს იმ გუნდს, რომლის წიაღშიც 8 წელი იყო და გუნდს, რომელიც ბოლომდე გადაეფარა მას, ამდენი მძიმე დანაშაულის თუ შეცდომის და გადაცდომის შემდეგ.”

ღარიბაშვილის ბრაზის მიზეზი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ის, რომ გახარიამ TV პირველის ეთერში თქვა, ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრობა უნდოდა და მე დავნიშნეო თავდაცვის მინისტრად .

,,ჯერ ერთი მას არავინ ეკითხებოდა, მე სად დავინიშნებოდი, აქედან დავიწყოთ, მაშინ პარტიის თავმჯდომარე იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი გადაწყვეტილება იყო ჩემი დანიშვნა თავდაცვის მინისტრად.

მე ჯერ კიდევ 8 წლის წინ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი და ასე, რომ მე არაფერი გამკვირვებია და ეს მისი ინტერპრეტაციებია. ”- ამბობს ღარიბაშვილი ყოფილ პრემიერზე.

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...