მთავარისიახლეებიპოლიტიკა“კაცურზე გადავდივართ?” - კალაძე გახარიას გუნდის წევრების დამუნათებაზე, რომ შეხვედრის...

“კაცურზე გადავდივართ?” – კალაძე გახარიას გუნდის წევრების დამუნათებაზე, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება არ იყო „კაცური საქციელი“

Published on

“კაცურზე გადავდივართ?” ასე უპასუხა კალაძემ გახარიას გუნდის წევრების გამოხმაურებას, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება არ იყო „კაცური საქციელი“/

კალაძის განმარტებით, მასსა და გიორგი გახარიას შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვა დასვა ჟურნალისტმა და ამის თაობაზე ჭორი რომ არ გავრცელებულიყო, შესაბამისი პასუხი გაეცა.

„მე არავისთან არაფერი მაქვს დასამალი. რა არის დასამალი, ადამიანი მოვიდა. ერთი ათჯერ დამირეკა, მთხოვა შეხვედრა, ნებისმიერ ადგილზე მოვალო და მეც ადამიანურად…რა არის დასამალი? ვუთხარი, მოდი, მერიაში ვარ-მეთქი. მოვიდა და მელაპარაკა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ უარყო თვითონ გახარიამ მათ შორის შემდგარი შეხვედრა, კალაძე პასუხობს, რომ ეს არ იცის.

„ვერ გეტყვით, არ ვიცი. გიორგი გახარია ხომ ცოცხალი ადამიანია, ჩვეულებრივად ცოცხალია, თბილისში გადაადგილდება, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და დაუსვათ ეს შეკითხვა”, – განაცხადა კალაძემ.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...