მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მე ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია'' - ირაკლი ღარიბაშვილი

“მე ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია” – ირაკლი ღარიბაშვილი

Published on

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს საქმარისი ინფორმაცია არ აქვს და მას “აუხსნიან”. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას პრეზიდენტის კრიტიკულ გაცხადებაზე, რომ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა მისთვის „ძნელად გასაგებია“.

“მე „ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია. ჩვენ მას ავუხსნით, მივაწოდებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, რა ვალზეა საუბარი და როგორ არის დიფერენცირებული ეს ვალები, როგორ მართავს მთავრობა მთელ ამ პროცესს.

ვფიქრობ, გაზვიადებული შეფასებაა, რომ მთავრობამ ევროპულ ვალზე თქვა უარი. ევროკავშირის სესხი აღარ იყო საჭირო. მთავრობამ გადაწყვიტა ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება. ამ კონკრეტულმა სესხმა შეიძინა განსაკუთრებული პოლიტკური დატვირთვა. მითუმეტეს, საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენი ოპონენტები სპეკულირებდნენ ამ სესხით.

სესხი იყო დაკავშრებული სასამართლო რეფორმასთან – ასეთი წვრილმანებით როდესაც ვკონცენტრირდებით, ვფიქრობ, დამაკნინებელი და დამაზიანებელია საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობისთვის იმიტომ, რომ ჩვენ გაცილებით მაღალი დონის ურთიერთობა გვაკავშირებს ევროკავშირთან, ვიდრე კონკრეტული სესხის ნაწილი.

75 მლნ ევრო რაიმე კრიტიკულ მნიშვნელობას არ იძენს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა აჩერებს თუ გადახედავს ევროკავშირთან ურთიერთობას ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული თანამშრომლობა ევროკავშრთან და სხვა საფინანსო დონორებთან, რომლებიც წლებია საქართველოს ეხმარებიან და გვაქვს აწყობილი ურთიერთობა. ეს სესხი არაფრით არ უკავშირდებოდა არც რიკოთის გზების მშენებლობას და ა.შ.

მაღალი ალბათობით პრეზიდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ მე დავავალებ ადმინისტრაციას და ინფორმაციას აუცილებლად მივაწოდებთ. ზედმეტი დრამატიზება საჭირო არაა. პრეზიდენტს თავისი აზრი აქვს, მისი უფლებაა განსხვავებული აზრი ჰქონდეს. ჩვენ ასე ვხედავთ, სააკაშვილი სხვანაირად ხედავს…“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა, მისთვის „ძნელად გასაგებია“. მისივე თქმით, „ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება“.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...