მთავარისიახლეებიკონფლიქტებიჯემალ ბარციცი: აფხაზეთში ბევრი ღატაკი სომეხი გამდიდრდა და თავის...

ჯემალ ბარციცი: აფხაზეთში ბევრი ღატაკი სომეხი გამდიდრდა და თავის მომსახურე პერსონალად გვაქცია. თუ სომხეთი არ აღიარებს აფხაზეთს, მათ უნდა დატოვონ აქაურობა.”

Published on

 აფხაზეთის სომეხთა თემის საბჭო  ხელისუფლებისაგან მოითხოვს რეაგირებას   ჯემალ ბარციცის განცხადებაზე, რომელშიც მან ანგარებით და მომხვეჭელობით ახსნა სომხების ბრძოლა  აფხაზების მხარეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს.
 
ჯემალ ბარციცის ეს განცხადება ახალი არ არის, იგი მან უფრო ადრე, 5 ივლისს  გააკეთა გაგრაში, ომის ვეტერანთა შეკრებაზე,  მაგრამ ახლა საკითხი გაამწვავა   ,,სამართლიანთა სიმართლის'' ნიკით დარეგისტირებული მომხმარებლის  მიერ  ამ განცხადების განთავსებამ  სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში'', რასაც დიდი აჟიოტაჟი და სომხების მიმართ კიდევ უფრო მწვავე გამონათქვამები მოყვა ჯგუფში ,,აფხაზეთი დღეს''.
 
,,სომხებს აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის  არ უბრძოლიათ. – ბრძოლაში  ისინი  თავიანთი ინიციატივით,   ხელის მოსათბობად ჩაებნენ.  აფხაზეთში  დღეს ბევრი ღატაკი სომეხი გამდიდრდა და აფხაზები თავის მომსახურე პერსონალად გვაქცია   . ისინი თავიანთი  დიდი ფინასური შენატანებით ამდიდრებენ სომხეთის ბიუჯეტს, სომხეთის მთვარობა კი საქართველოს უწევს ანგარიშს და დღემდე არ უღიარებია აფხაზეთის დამოუკიდებლობა და   არც   აპირებს ამას ვაცხადებ: .თუ სომხეთი არ აღიარებს აფხაზეთს, სომხებმა უნდა დატოვონ აქაურობა.''-  განაცხადა ბარციცმა აფხაზეთის ომში სომხების ბატალიონის როლზე საუბრისას. 
 
 მსგავსი რამ აფხაზთა მხრიდან  არაერთგზის თქმულა, მაგრამ ვიწრო წრეებში. საერთოდ სომხების მომძლავრების თემა  აფხაზეთში გამუდმებული საუბრისა და უკმაყოფილების  საგანია, მაგრამ ასე პირდაპირ რომელიმე კონკრეტულ პირს საჯარო ტრიბუნიდან  ეს აქამდე არ განუცხადებია, ჯემალ ბარციცი კი ომის ვეტერანია, ამპუტანტთა საფეხბურთო კლუბის ვიცეპრეზიდენტი  და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს აფხაზ ვეტერანთა, სპორტსმენთა და არა მარტო მათ  წრეში.  
 
 ბარციცის განცხადების გამო სოხუმში საგანგებოდ შეიკრიბნენ ბაგრამიანის ბატალიონის ყოფილი მეომრები, მათ გააკეტეს მიმართვა  აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისადმი მკაცრი რეაგირება მოახდინოს  ბარციცის ,,პროვოკაციულ და  აფხაზეთისათვის უანგაროდ მებრძოლი სომხებისათვის  შეურაცხმყოფელ'' განცხადებაზე და სათანადოდ   დასაჯოს მისი ავტორი.
 
შეგახსენებთ, აფხაზეთში ქართველების წინაააღმდეგ  რუსულ და აფხაზურ ბატალიონებთან ერთად იბრძოდა ორი სომხური ბატალიონი 330 ბოევიკის შემადგენლობით. მათგან 244 ლიკვიდირებულ იქნა. 20 მებრძოლს აფახაზეთის სეპარატისტულმა მთავარობამ აფხაზეთის გმირის წოდება მიანიჭა. ე.წ. ბაგრამიანის ბატალიონს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართველების წინააღმდეგ განხორციელებულ უსასტიკეს ქმედებებში. 
 

 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...