მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 219 მილიონს გადააჭარბა

0
333

პლატფორმა worldometers-ის ცნობით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 219 მილიონს გადააჭარბა.ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.54 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 196 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 40.3 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 32.8 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.

წინა სტატიაკორონავირუსით კიდევ 81 პაციენტი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 3212 ადამიანი
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი ენმ-ს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას მიესალმება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური