მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაზა ბიბილაშვილი:: ,,არ არსებობს რუსეთთან წარმოებული დიალოგის წარმატების მაგალითი მსოფლიოს ისტორიაში''

ზაზა ბიბილაშვილი:: ,,არ არსებობს რუსეთთან წარმოებული დიალოგის წარმატების მაგალითი მსოფლიოს ისტორიაში”

Published on

 

.„პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტს მოსკოვში, გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.
 
"ნაციონალურ მოძრაობაში"აცხადებენ, რომ ხელისუფლებას დამთმობი პოლიტიკა აქვს რუსთის ფედერაციასთან და სწორედ ამან მოიტანა ის, თუ რა ვითარებაც არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს.
 
ზაზა ბიბილაშვილის თქმით, „ის, რომ საქართველო მარტოა რუსეთთან მიმართებაში, არის ქვეყნის ხელისუფლების ბრალი.“
 
„ არ არსებობს რუსეთთან წარმოებული დიალოგის წარმატების მაგალითი მსოფლიოს ისტორიაში. არ არსებობს მაგალითი, როდესაც დაპყრობილმა ქვეყანამ გაათავისუფლა საკუთარი ტერიტორიები რუსეთთან დიალოგის გზით. ერთადერთი გზა არის, ეკონომიკური გაძლიერება, რის საწინააღმდეგოდაც ყველაფერს აკეთებს ეს ხელისუფლება და ასევე ძალიან მჭიდრო კონტაქტი ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან,“- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
 
შეგახსენებთ, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები სათათბიროს დეპუტატებთან გამართავენ მოლაპარაკებას.
,,არაფერია დასამალი იმაში, რომ პოლიტიკური დიალოგის დაწყების ინიციატორები ვართ. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ხვალვე გაერთიანდება საქართველო და ხვალვე დაგვიბრუნდება სოხუმი და ცხინვალი, მაგრამ საუბრის და დიალოგის დაწყებას ალტერნატივა არ აქვს”, – აცხადებს პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი.

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...