მთავარისიახლეებიმსოფლიომოსკოვში უდიდესი სავაჭრო–გასართობი ცენტრი „რიო'' დაიწვა

მოსკოვში უდიდესი სავაჭრო–გასართობი ცენტრი „რიო” დაიწვა

Published on

გუშინ საღამოს მოსკოვის უდიდეს სავაჭრო– გასართობ  ცენტრ  „რიოში'' ძლიერი ხანძარი გაჩნდა.  არიან დაშავებულები, 18  ადამიანიდან   ოთხი უმძიმეს მდგომარეობაშია. დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია. 
 
ხანძარი იმ სართულზე გაჩნდა, სადაც ოკეანერიუმი და „ეკზოოპარკია“ განთავსებული.  განსაკუთრებით გაჭირდა ხალხის გამოყვანა სიგნალიზაციის გადაწვის გამო დაბლოკილი სექტორებიდან იმ სექტორებიდან, მაგრამ საბოლოოდ ეს პრობლემაც გადაწყდა და  სადაც და სავაჭრო ცენტრიდან ჯამში 3 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
 
შენობაში რუსული მედიის ინფორმაციით, დაკვამლიანების ფართობი 70 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, მაგრამ კვამლის ფარდა ჩამოეფარა გაცილევით დიდ ტერიტორიას, ახლომდებარე რაიონებს, რამაც პანიკა გამოიწვია.  
 
ხანძარს ხუთიდან მეოთხე სიძლიერის რანგი აქვს მინიჭებული.ხანძრის ჩაქრობაში ჩართული იყო 400 მეხანძრე, 110 ერთეული სახანძრო–სამაშველო და სპეციალური ტექნიკა, ორი ვერტმფრენისა და სახანძრო მატარებლის ჩათვლით. 
 
 ხანძრის ლიკვიდაცია მოსკოვის  დროით 23.30 საათისთვის მოხერხდა.
 
რუსული მედია არაოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.
 
,,მოსკოვში ბოლო ათწლეულების მანძილზე მსგავსი სიმძლავრის ხანძარი არ ყოფილა'' – წერენ ჟურნალისტები
 
 
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...