მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში ბოლო ხუთი წლის მანძილზე 114 არასრულწლოვანია დაკარგული, მათი...

საქართველოში ბოლო ხუთი წლის მანძილზე 114 არასრულწლოვანია დაკარგული, მათი ნაწილის ბედი დღემდე გაურკვეველია

Published on

საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს  საქართველოში ბოლო 5 წლის (2012 – 2016 წწ.) განმავლობაში უგზო-უკვლოდ  დაკარგულთა შესახებ.
ამ მონაცემების თანახმად ამ პერიოდში 1069 ადამიანია დაკარგული,  მათ შორის 632 მამრობითი სქესისა, 323 – მდედრობითის,  114  კი – არასრულწლოვანია.
გაუჩინარებულებიდან ცოცხლად ნაპოვნია 572, გარდაცვლილი – 108. სხვების ბედის გარკვევა ვერ მოხერხდა და შესაბამისად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 389 ადამიანი.
 
როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, არასრულწოვანთა გაუჩინარების შემთხვევები ქვეყანაში არც თუ იშვიათია . ოჯახები  გაუჩინარებულ ბავშვებს წლობით ეძებენ  და მათი პოვნის იმედს არ კარგავენ. იმას, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული ბავშვები ხშირ შემთხვევაში ოჯახებს არ უბრუნდებიან, ზოგი სამართალდამცველების არაკვალიფიციურობით, ზოგი კი სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პასიურობით ხსნის.
 
კონვენციის თანახმად, ოჯახის წევრები, რომელთა ახლობელიც გაუჩინარების მსხვერპლია, თავადაც იღებენ მსხვერპლის სტატუსს, დაზარალებულებად ცხადდებიან. ქართული კანონმდებლობის მიხედვით კი, იმისათვის, რომ დაკარგულის ოჯახის წევრმა დაზარალებულის სტატუსი მიიღოს, უნდა დამტკიცდეს, რომ პიროვნების დაკარგვისას სისხლის სამართლის ნიშნები სახეზე იყო. შედეგად საქმის გამჭვირვალობაც არაა უზრუნველყოფილი. კონვენციასთან მიერთების მოთხოვნით არაერთხელ მივმართეთ წერილობით როგორც ძველ, ისე ახალ ხელისუფლებას, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ. როდესაც კონვენციასთან მიერთება ხდება, სახელმწიფო კანონმდებლობა უნდა იყოს კონვენციასთან  შესაბამისობაში, კერძოდ: დაამკვიდროს ტერმინი _ გაუჩინარება, შემდეგ ხდება ოჯახის წევრების მსხვერპლად აღიარება, რეაბილიტაცია, გვარდება ეკონომიკური საკითხები _ თანხების ანაზღაურება… ანუ ბევრი თანმდევი პროცედურებია და ეკონომიკური ვალდებულებები, რომლებიც უნდა შეასრულოს სახელმწიფომ. ვინაიდან საქართველო არ არის მიერთებული კონვენციას, ამიტომაც არ გვაქვს ტერმინი გაუჩინარებული და გვაქვს _ უგზო-უკვლოდ დაკარგული. ასეთი პირი შეიძლება იყოს დაკარგული ბუნებრივი კატასტროფის შედეგად, ავადმყოფობიდან გამომდინარე, მაგ. მეხსიერების დაკარგვის გამო, მაგრამ გაუჩინარება შეიძლება იყოს კრიმინალური ხასიათის _ დაიკარგა მოტყუებით, დაპირებით და ა.შ. როდესაც ადამიანი უჩინარდება, უნდა არსებობდეს საფუძველი იმისა, რომ ამ შემთხვევაში ჩართული იყვნენ ამა თუ იმ სტრუქტურებთან დაკავშირებული პირები, მათი აგენტები, ან წახალისებულები და სხვა. რაც შეეხება ბავშვებს, მათი  გაუჩინარების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ტრეფიკინგი, რომელიც ტრანსნაციონალურია და შეუძლებელია ტრეფიკიორს ბავშვები საზღვარზე გადაყვანაში ვიღაც არ ეხმარებოდეს. ამ შემთხვევაში უკვე სტრუქტურიდან ვიღაც არის ჩართული და შეიძლება ტერმინის – გაუჩინარებულის ხმარება.
 
 არასრულწლოვანები, რა თქმა უნდა, გაუჩინარების მიმართ უფრო მეტად მოწყვლადნი არიან _ უფრო მარტივია მათი დაყოლიება, მოტყუება, მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენება, მათი იზოლირება და თუნდაც ტრეფიკინგში ჩართვა და ზეგავლენის მოხდენა. ამიტომაც საქართველოში, სამწუხაროდ, მოზარდების უგზო-უკვლოდ დაკარგვის ძალიან ბევრი ფაქტია. ჩვენ ამას ვხედავთ შსს-ს სტატისტიკაზე დაყრდნობით. არავინ იცის, ეს ადამიანები კრიმინალის, თუ რისი მსხვერპლი გახდნენ. შესაძლოა ზოგიერთ ამ საქმეზე იყოს აღძრული სს საქმე, ზოგზე კი _ არა. საქართველოსთვის ეს დიდი ციფრია, რადგან ჩვენ არ ვართ მრავალმილიონიანი ქვეყანა. ამის გარდა, ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და დამერწმუნეთ, ამ კუთხით იქაც სერიზული პრობლემებია როგორც ზრდასრულებში, ისე, არასრულწლოვნებში. გაუჩინარების პრობლემა საკმაოდ სერიოზულია და, სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოება არ არის იმ დონეზე აქტიური და ჩართული ამ მიმართულებით, რომ მეტად მოხდეს ამ პრობლემის წამოწევა და სახელმწიფო უწყებებმა უფრო კარგი სტრატეგია შეიმუშავონ ამ მიმართულებით.
 
სხვა ქვეყნებში არის სპეციალური სააგენტოები, რომლებიც იძიებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს და მუშაობენ ბავშვთა საკითხებზე. სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით შეიძლება კვალიფიკაციის ამაღლება თუნდაც ძალოვანებისა  დაკარგულ პირთა მოძიების მიმართულებით. ბავშვები ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრებთან კონფლიქტის გამო გარბიან სახლიდან და იკარგებიან, ვერ ეგუებიან მშობლებს, განსაკუთრებით რაიონებიდან გამორბიან დედაქალაქში და ქუჩაში ცხოვრობენ. იყო შემთხვევა, როცა ორჯერ გამოქცეული ბავშვი იპოვა პოლიციამ, შინ დააბრუნა, მაგრამ მაინც გაიქცა და მის კვალს ვეღარ მიაგნეს. ყველას პოვნა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ვინაიდან ზოგი მათგანი არა თავისი ნებით, სხვისი ზეგავლენის შედეგად უჩინარდება, მაგ. ვიღაცამ გაიტყუა და გაიტაცა. ძალოვანი სტრუქტურების მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ დაკარგულთაგან  უმრავლესობის პოვნა ვერ ხერხდება, რაც არასაკმარისი კვალიფიკაციითა და  სათანადო რესურსების უქონლობითაც შეიძლება აიხსნას. მაგ. ამერიკაში ძალიან კარგადაა განვითარებული ეს სისტემა. იქ საქმეში სამოქალაქო საზოგადოებაც ჩართულია, აბსოლუტურად მობილიზებულია ყველა ორგანიზაცია, ყველა ფაქტზე გამოქვეყნებულია ქეისი და საზოგადოება ძალზე ეფექტურად მუშაობს ამ მიმართულებით, ოჯახებიც უფრო აქტიურები და მომთხოვნები არიან ამ პრობლემის მიმართ, ვიდრე საქართველოში არიან. აქ არც დონორი ორგანიზაციების მხრიდან არის დიდი ინტერესი და არც საზოგადოების მხრიდან. არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ ბავშვთა უფლებებზე მუშაობენ, მაგრამ გაუჩინარებულთა საკითხთან მიმართებაში არ მუშაობენ.
 
პასიურია  ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებაც. აქამდევერშემოარწია საერთაშორისო პრაქტიკამ, როცა გაუჩინარებულთა ოჯახის წევრები ერთიანდებიან, ქმნიან ორგანიზაციებს, ასოციაციებსა და კავშირებს. სხვა ქვეყნებში ისინი აქტიურები არიან და ამ მიმართულებით შედეგსაც ხშირად აღწევენ. სამწუხაროდ, აქ როცა ადამიანი უჩინარდება, ცოტა ხანს ეძებენ და მორჩა. ფაქტია, რომ საქართველოში ადამიანები უჩინარდებიან, მაგრამ, არ გვაქვს გამოძიების საბოლოო შედეგი, თუ რატომ უჩინარდებიან, არ ვიცით, არსებობს თუ არა რაიმე კრიმინალური ჯგუფი, რომელიც მუშაობს ამ გაუჩინარებულების პრაქტიკაზე, თუ არსებობს რაიმე კორიდორი, საიდანაც გადაჰყავთ ტრეფიკინგის მსხვერპლად, ტრანსპლანტაციის მიზნით, თუ რისთვის. ამიტომაა უპრიანი, რომ ეს თემა მაქსიმალურად იყოს წამოწეული და განხილული არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით.
 
წყარო: http://europress.ge/author/europress/

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...