მთავარისიახლეებისაზოგადოებასასწრაფოდ: განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმირ ვახანია მოკლეს (განახლებადი)

სასწრაფოდ: განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმირ ვახანია მოკლეს (განახლებადი)

Published on

ამ წუთებში “ოდიშინიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ განმუხურში მოკლულია ბიზნესმენი ვლადიმირ ვახანია.

დამატებით დეტალებს გარკვევისთანავე გაცნობებთ.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა. ვლადიმირ ვახანიას ჭრილობები, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული.

“ოდიშინიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ მკვლელობა მოჰყვა შეხვედრას, რომელიც ვლადიმირ ვახანიასა და მკვლელობაში ბრალდებულ, სავარაუდოდ, ასევე ბიზნესმენს შორის, ვახანიას კუთვნილ სასტუმროში შედგა. მხარეები ბიზნეს-წილებთან დაკავშირებით ვერ მორიგდნენ, რის შემდეგაც ვახანიასთან სტუმრად მყოფმა ბიზნესმენმა მასპინძელს, სავარაუდოდ, დანა რამდენჯერმე ჩაარტყა და მიიმალა. ვლადიმირ ვახანია მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

“ოდიშინიუსის” ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული იდენტიფიცირებულია, თუმცა, დაკავებული არ არის – მან, შესაძლოა, თავი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას შეაფარა, რომელიც განმუხურთან ახლოს მდებარეობს.

მკვლელობის ფაქტი დაადასტურა შსს-მ. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ვლადიმირ ვახანია 2012 წელს, მას შემდეგ, რაც 3,5 წლიანი სასჯელი მოიხადა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

ვლადიმირ ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს.

სიახლეები

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა

საქართველო ბორტს მიღმა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა. ანტონიო...

ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. დემონსტრაციები უკვე 12 დღეა უწყვეტად გრძელდება....

ამოღებულია „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დიდი...