ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე, პირველი გამარჯვება ამერიკელ სებასტიან კორდასთან მოიპოვა.
პირველი სეტი ნიკას სრული უპირატესობით წარიმართა და მისი გამარჯვებით – 6:2 დასრულდა. მეორე სეტის დასაწყისში ამერიკელმა ჩოგბურთელმა სამედიცინო ტაიმ-აუტი მოითხოვა, ხოლო ექიმთან ხანმოკლე კონსულტაციის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრას აღარ გააგრძელებდა.