მთავარისიახლეებიმსოფლიოდღეს სტამბოლის ორ უნივერსიტეტში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ათეულობით სტუდენტი და...

დღეს სტამბოლის ორ უნივერსიტეტში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ათეულობით სტუდენტი და მასწავლებელი

Published on

დღეს სტამბოლის  ორ უნივერსიტეტში, ბოღაზიჩისა და მედენიეთის უნივერსიტეტებში ჩატარდა სპуცოპერაცია, რომლის შედეგად  ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირების ბრალდებით დაკავებულია   72 ადამიანი,   დაკავებულთა შორისაა ტურქეთში ცნობილი პიროვნება  აკადემიკოსი ქორაია ჩალიშქანი, რომელიც ბოღაზიჩის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს.
 
სპეცოპერაციის სხვა დეტალები ჯერ არ გავრცელებულა.
 
უნივერსიტეტებში სპეცრაზმელების შეჭრა არის ერდოღანის პასუხი თურქეთის ოპოზიციის მიერ გუშინ სტამბოლში ორგანიზებულ მრავალათასიან მიტინგზე, რომლითაც დასრულდა 25 დღის მანძილზე ე მიმდინარე  სამართლიანობის მარში.
 
მარშის მონაწილეებმა 450 კილომეტრი გაიარეს ფეხით ანკარადან სტამბოლამდე – ისინი აპროტესტებდნენ სასამართლო განაჩენს, რომელიც სახალხო რესპუბლიკური პარტიის დეპუტატს ენის ბერბეროღლუს გამოუტანეს .
 
თურქეთის პრეზიდენტმა ეს მარში ტერორისტების მხარდასაჭერ ღონისძიებად გამოაცხადა. 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...