მთავარისიახლეებიკონფლიქტებიზურაბ ხრომაევი: აფხაზები, ვინც ცვლილებებს უჭერს მხარს, უნდა გაერკვნენ, რა სურთ: დაბრუნება...

ზურაბ ხრომაევი: აფხაზები, ვინც ცვლილებებს უჭერს მხარს, უნდა გაერკვნენ, რა სურთ: დაბრუნება უკან, რუსეთში თუ წინ- საქართველოში

Published on

უკრაინის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ბიზნესმენი, ოსური და ქართული ფესვების მქონე ზურაბ ხრომაევი Gordonua.com – თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ  "აფხაზეთს მოუწევს გაერკვეს არცთუ მარტივ გეოპოლიტიკურ ამოცანაში . ადამიანები, ვინც ცვლილებებს უჭერს მხარს, უნდა გაერკვნენ, რა სურთ: დაბრუნება უკან, რუსეთში  თუ წინ, საქართველოში. "
 
,,სახალხო მღელვარება აფხაზეთში, შესაძლოა ამ რეგიონის გამოღვიძებისა და საქართველოში დაბრუნების მიზეზი გახდეს.- ამბობს იგი – როგორც ჩანს, ხელისუფლებისგან აფხაზეთში ყველა დაიღალა. პროგნოზირება ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ აფხაზური ხელისუფლება, რომელმაც ხალხის საკეთილდღეოდ ვერაფერიც ვერ გააკეთა, ჩამოიშლება".
 
"აფხაზეთი ერთ დროს ფიქრობდა, რომ ქართველების მარწუხებისგან გათავისუფლდა, მაგრამ დაადგა გზას არსაით. ".- მე ვიყავი ცხინვალში ომამდე ცოტა ხნით ადრე, 2007 წელს. ბევრი ურა-პატრიოტი ვნახე, რომლებიც საქართველოს გარეშე ცხოვრებას ესწრაფოდნენ. მაგრამ სინამდვილეში მათ რუსეთის საბიუჯეტო თანხებზე წვდომა უნდოდათ… ხომ აძლევდა პუტინი ფულს, სად წაიღეს? აფხაზეთში ერთ დროს მსოფლიოში განთქმული სანაპიროები იყო, ახლა კი რას ჰგავს იქაურობა? " – სვამს კითხვას   ხრომაევი და დასძენს, რომ    "ყველაფრის მიუხედავად, აფხაზეთი საქართველოს ნაწილად რჩება და თუ  სოხუმში მიტინგზე გამოსულები საქართველოში დაბრუნებას მოითხოვენ, ეს ძალიან კარგი იქნება.
 
სხვა გამოსავალი არ არის – „თუ ხალხი ისევ რუსეთისკენ გაიწევს, უნდა გაიხსენონ, რა მდგომარეობაში არიან ახლა.                                   
 

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...