“არ მინდა, გამოჩნდეს, რომ ივანიშვილი ყოვლისშემძლეა, სინამდვილეში ერთუჯრედიანი, პრიმიტიული დეგენერატია, მაგრამ ზოგი ამ დეგენერატის თამაშს ისე თამაშობს, გეგონება, ეს არის ნორმა”, – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრისას, შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
“ეს არის ივანიშვილის თამაში, სადაც ის გვითრევს: რომ თითქოს საზოგადოება გაუნათლებელია, ბნელია, რომ პრობლემა ეკლესიაშია და მღვდლებშია… სამედიცინო სისტემა რომ მთლიანად ჩამოშლილია და სუნთქვის აპარატზე მიერთებული პაციენტების 90% გვიკვდება, ეს მღვდლების გაკეთებულია? თუ ეს საზოგადოების პასუხისმგებლობის საკითხია? თუ სახელმწიფო აპარატის სრული უუნარობის შედეგია? უკაცრავად და, სახელმწიფო სად არის?” – თქვა მიხეილ სააკაშვილმა პანდემიის კონტექსტით საქართველოში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას.
“ნუ გადაგვაქვს ისრები ნურც მღვდლებზე და ნურც საზოგადოების სიბნელეზე, ეს არის სახელმწიფო აპარატის გაუმართაობის შედეგი”, – განაცხადა მესამე პრეზიდენტმა.