მთავარისიახლეებიმსოფლიობაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა თეთრ სახლში პირველ სექტემბერს გაიმართება

ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა თეთრ სახლში პირველ სექტემბერს გაიმართება

Published on

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას, ვლადიმერ ზელენსკის ოთხშაბათს თეთრ სახლში შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

“ეს ვიზიტი დაადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის აგრესიის ფონზე”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ლიდერები ასევე განიხილავენ ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხს და თეთრი სახლის მხარდაჭერას კორუფციის დაძლევასა და რეფორმის დღის წესრიგის განხორციელებაში პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა დაგეგმილზე ორი დღით გვიან იმართება, რისი მიზეზიც ის გახდა, რომ ჯო ბაიდენი დაკავებულია აშშ-ში ქარიშხალ „იდას“ შედეგების გამკლავებისა და ავღანეთიდან აშშ -ის ძალების გაყვანის პროცესების კონტროლით.

სიახლეები

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის - როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,...

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა."მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში...

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

სუს-ი- დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად,...