მთავარისიახლეებიპოლიტიკაშალვა ნათელაშვილი: პანდემიის გამოყენება ძალაუფლების შესანარჩუნებლად გადაიზარდა სრულმასშტაბიან კოვიდგენოციდში

შალვა ნათელაშვილი: პანდემიის გამოყენება ძალაუფლების შესანარჩუნებლად გადაიზარდა სრულმასშტაბიან კოვიდგენოციდში

Published on

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საკოორდინაციო საბჭოს სთხოვს, გააუქმოს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა.

მისი თქმით, მანქანაში და ბინებში გამოკეტილი ადამიანი “ყველაზე მოწყვლადია” და პატარა ავტომობილებში გაცილებით დიდია დაინფიცირების რისკი.

“რეჟიმის მიერ, პანდემიის გამოყენება ძალაუფლების შესანარჩუნებლად გადაიზარდა სრულმასშტაბიან კოვიდგენოციდში. ჩვენი ქვეყნის ისტორიას კაი ხანია არ ახსოვს რიგები სასაფლაოებზე, კუბოების დეფიციტი, ივანიშვილის დაპირება უფასო ფულზე განხორციელდა უფასო სიკვდილში. ხვალ იკრიბება საკოორდინაციო საბჭო, მე კატეგორიულად მოვითხოვ და ულტიმატუმს ვუყენებ – გააუქმეთ ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში და ყველგან. ნუ გამოკეტეთ ხალხი ბინებში და ნუ შეყარეთ პატარა ავტომობილებში, სადაც კოვიდის გავრცელებისათვის ყველა ხელსაყრელი პირობაა. ჯერ არავის გაუგია ავტობუსში და ვაგონში გადადებული კოვიდი”. – თქვა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილი კომპანიებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, გახდნენ თანამოსარჩლეები პარტიის მიერ შეტანილი სარჩელის, რომელიც ტრანსპორტის აღდგენას ეხება.

“ჰააგის ტრიბუნალზე ჩვენ შეტანილი გვაქვს სარჩელი ივანიშვილის წინააღმდეგ, გენოციდის მოწყობის ბრალდებით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს სარჩელს ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის მოთხოვნით”. – ამბობს ნათელაშვილი.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...