მთავარისიახლეებიმსოფლიოჯო ბაიდენი: ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად ინფორმაციას არ გასცემს და ამიტომ...

ჯო ბაიდენი: ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად ინფორმაციას არ გასცემს და ამიტომ მასზეზეწოლა გაგრძელდება

Published on

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად ინფორმაციას არ გასცემს და საერთაშორისო გამომძიებლებს მონაცემებზე წვდომაში ხელს უშლის. ბაიდენმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის თაობაზე ამერიკული დაზვერვისგან ანგარიში მიიღო.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავარკვიოთ ამ ეპიდემიის წარმომავლობა. პანდემიის წარმოშობის შესახებ კრიტიკული ინფორმაცია არსებობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მაგრამ ჩინეთის მთავრობის ოფიციალური პირები თავიდანვე მუშაობდნენ, რომ საერთაშორისო გამომძიებლებსა და გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის საზოგადოებას ამ ინფორმაციაზე წვდომაში ხელი შეშლოდათ. ამ დრომდე, ჩინეთი ყურს არ უგდებს გამჭვირვალობისკენ მოწოდებებს და არ იძლევა ინფორმაციას. სამყარო იმსახურებს პასუხებს და მე არ მოვისვენებ, სანამ არ მივიღებთ მათ“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ინფორმაციის მოპოვების მიზნით ჩინეთზე ზეწოლა გაგრძელდება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

„აშშ მთელ მსოფლიოში თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს ჩინეთზე წნეხს, რომ სრულად გაგვიზიაროს ინფორმაცია და ითანამშრომლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან გამოძიების ფარგლებში. ჩვენ ასევე გავაგრძლებთ ჩინეთზე ზეწოლას, რომ დაიცვას სამეცნიერო ნორმები და სტანდარტები, მათ შორის გასცეს ინფორმაცია და მონაცემები პანდემიის პირველი დღეების შესახებ. ჩვენ უნდა გვქონდეს ამ გლობალური ტრაგედიის სრული და გამჭვირვალე ანგარიში“, – აცხადებს ამერიკის ლიდერი.

მისი პოზიციით, პანდემიას საზღვრები არ აქვს და კორონავირუსის წარმომავლობის გარკვევა საჭიროა შემდგომი პანდემიების პრევენციიისთვის.

სიახლეები

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მკაცრი, მე-18 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა სანქციების მე-18 პაკეტი, რომელიც ევროკავშირის საბჭომ 18 ივლისს დაამტკიცა. ახალი...

პუტინი პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას კვლავ დასცინის-შიკორსკი

პუტინი პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას კვლავ დასცინის. წერს პოლონეთს საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ შიკორსკი სოციალურ...

შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელებს“ ინკასო დაადო

შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო – ამის შესახებ ინფრომაციას "ბათუმელები" ავრცელებს. მათი თქმით,...

ირაკლი კობახიძე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობის დამამტკიცებელი ფაქტი ვერავინ წარმოადგინა

ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობის დამამტკიცებელი...