“მიუხედავად ყველა იმ სიბინძურის, ცილისწამებისა და კამპანიებისა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ტელევიზიებმა აწარმოეს გვარამიას მეთაურობით ეკლესიის, პატრიარქის, სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიციის, ჯარის წინააღმდეგ, მათი ეს მცდელობა დასრულდა კრახით და ყოველთვის კატასტროფული კრახით დასრულდება, იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენ მხარეს, ხალხის მხარეს არის სიმართლე” განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობის მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას
მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია Facebook-ზე და ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმაურება
,,ღარიბაშვილი ჩემს სტატუსებს კითხულობს და მეორე დღეს მპასუხობს ხოლმე საჯარო ლანძღვით :))))
რატომ ღმერთი არ გაიცინებს. გამსახურდიაზე და გადატრიალებაზე რომ ღარიბაშვილი ილაპარაკებს და იქვე რომ ჩემზე ილაპარაკებს, ჩემზე, რომლის ოჯახი წლების განმავლობაში დევნილი იყო ზვიადის ერთგულების გამო და სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგობის გამო. ილაპარაკებს ის, ვინც საბჭოთა მილიციელის გენერლის ოჯახის წევრი იყო. მეშინია, ბოლოს, საზეიმო ვითარებაში, მთლად ეკა ხერხეულიძეს არ დააბრალოს ზვიადის მკვლელეობა.
ასეთი ზიზღის მფრქვეველი და ბოროტი, როგორიც ღარიბაშვილია, არც ერთ დროს არ მახსოვს არც ერთ ხელისუფლებაში. ქოცებისაშიც, მათ შორის.
მეტიც, ასეთ ზიზღის მფრქვეველ და ბოროტ ადამიანს არავის ვიცნობ საერთოდ. მათ შორის “დაჟე” ივანიშვილს, რომელიც ბოროტების პირამიდის თავშია.
ზიზღის მფრქვეველი და ბოროტი “ყორადილ ნაძირალა”- წერს ნიკა გვარამია