მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-ში გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშები დაუშვეს

აშშ-ში გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშები დაუშვეს

Published on

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ამერიკელი სამხედროების ხსოვნის პატივის მისაგებად და გლოვის ნიშნად, აშშ-ში სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

ამერიკის დროშები დაშვებულია სხვა ქვეყნებში აშშ-ს საელჩოების შენობებსა და სამხედრო ბაზებზეც.

აფეთქებას, რომელზეც პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო, 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორისაა 13 ამერიკელი სამხედრო. დაშავებულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტერორისტულ დაჯგუფებას მიმართა :

“მივმართავ ტერორისტებს, არ გაპატიებთ, არ დაგივიწყებთ, გიპოვით და პასუხს გაგებინებთ.გავეცი ბრძანება, შემუშავებულ იქნეს ISIS-K-ს ხელმძღვანელობაზე, აქტივებსა და ობიექტებზე შეტევის გეგმები, ჩვენ მათ ძალითა და სიზუსტით ვუპასუხებთ”. – თქვა ბაიდენმა.

სიახლეები

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის - როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,...

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა."მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში...

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

სუს-ი- დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად,...