მთავარისიახლეებისამართალითბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის სიძის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი უდანაშაულოდ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის სიძის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი უდანაშაულოდ ცნო

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ თათარიშვილი, რომელსაც  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა – შენახვაში ედებოდა ბრალი, უდანაშაულოდ ცნო.  ასევე გაუქმებულია მისთვის დაკისრებული გირაო. მიხეილ თათარიშვილის უკან დაუბრუნდება 317 ლარის ოდენობის თანხა და კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც მას დაკავებისას ჩამოართვეს.
 
ამ საქმის რეზონანსულობა განსაზღვრა იმან, რომ თათარიშვილი პრეზიდენტის სიძის მეგობარია და ხალსი იმთავითვე გაჩნდა ვარაუდი, რომ საქმე ,,შეკერილია'' და  ბრალდებული  პრეზიდენტის წინააღმდეგ  ოლიგარქის მორჩილებაში მყოფი სხვა სახელისუფლებო შტოების მიერ წარმოებული კამპანიის მსხვერპლია .
 
დაცვის მხარე  არ გამორიცხავს, რომ  თათარიშვილმა სასამართლოში უჩივლოს იმ პოლიციელებს, რომლებმაც მათი მტკიცებით, მას  18 აბი სუბოტექსი ჩაუდეს,  – ამის შესახებ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მიხეილ თათარიშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
 
 
”ეს უნდა იყოს პრეცედენტი იმისთვის, რომ არც ერთმა პოლიციელმა მომავალში არ გაბედოს უდანაშაულო ადამიანს ჩაუდოს ნარკოტიკი ან იარაღი. ეს იქნება მაგალითი პროკურორებისთვის, მათ განახორციელონ საპროკურორო ზედამხედველობა და არ ენდონ იმ პოლიციელებს, რომლებიც შემჩნეულები არიან უკანონო ქმედებებში”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ. 
 
ამასთან, ირმა ჭკადუამ აღნიშნა, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ სხვა საქმეებზე მოსამართლეებმა გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანონ. ამ კონტექსტში ადვოკატმა ახსენა ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი, ასევე ბაჩო სირაძე და თორნიკე კაჭარავას საქმეები. 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...