მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში მერობის კანდიდატი წარადგინა

ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში მერობის კანდიდატი წარადგინა

Published on

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში “ქართული ოცნების მერობის კანდიდატი წარადგინა. ამ პოსტისთვის ოპონენტებს ზუგდიდში საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე მამუკა წოწერია დაუპირისპირდება.
არა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის – ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადება და თავგანწირვა ჩვენი ქვეყნისთვის. სიტყვა თავდადება მე შემთხვევით არ მიხსენებია, ვინაიდან სწორედ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის პოლიტიკა იყო, არის და იქნება დაფუძნებული თავდადებაზე, ერთგულებასა და ღირსებაზე. სწორედ ამ პრინციპებით შეიქმნა და დაფუძნდა ჩვენი დიდი პარტია, „ქართული ოცნება“, რომელიც ღირსეულად და დამაჯერებლად იმარჯვებს ყველა არჩევნებში. ჩვენ 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ და ჩვენმა მოსახლეობამ გადმოგვცა მანდატი იმისთვის, რომ ვმართოთ ჩვენი ქვეყანა და ავიღოთ პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ჩვენ ოქტომბერში, სულ რაღაც 1 თვეში, გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. 2 ოქტომბერს, ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უნდა გააკეთონ ღირსეული არჩევანი, ჩვენი მოქალაქეების ღირსეული მომავლისთვის. ვინ, თუ არა ზუგდიდელებმა და მეგრელებმა, ძალიან კარგად იციან სიკეთის და ბოროტების, თეთრის და შავის გარჩევა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ზუგდიდი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ და ღირსეულ არჩევანს და „ქართული ოცნება“ ამ ქალაქში აუცილებლად დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სიახლეები

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...

საქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონები ადამიანის ძირითად...

აზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის...

ირანის საელჩო: ხამენეის სამძიმრის წიგნში ქართველმა მაღალჩინოსანმა ჩანაწერი დატოვა

ტაბულა: ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საქართველოს მთავრობისა და ხალხის...