მთავარისიახლეებისამართალიყაჩაღობა ხიბულაში - 2 ნიღბიანი შეიარაღებული პირი კვირკვიების ოჯახს დაესხა თავს

ყაჩაღობა ხიბულაში – 2 ნიღბიანი შეიარაღებული პირი კვირკვიების ოჯახს დაესხა თავს

Published on

ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში, 2 ნიღბიანი შეიარაღებული პირი გიმზერ კვირკვაიას ოჯახს დაესხა თავს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ეზოში იმყოფებოდა, დააკავეს და საცხოვრებელ სახლში იარაღის მუქარით შეაღწიეს. გიმზერ კვირკვაია, რომელიც თავდამსხმელებს შეეწინააღმდეგა, ნაცემია.
 
თავდამსხმელები კვირკვაიების ოჯახისგან ორი დღის წინ გაყიდული თხილიდან მიღებულ თანხას მოითხოვდნენ. ოჯახი ყვება, რომ მათ თავდამსხმელები ნახევარი საათის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რადგან ყაჩაღებმა იმ რაოდენობის თანხა ვერ აღმოაჩინეს, რამდენზეც მათ ინფორმაცია ჰქონდათ. წაღებულია 80 ლარი და ოქროს ნივთები.
 
შს სამინისტროს პრესსამსახურისინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
 

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...