მთავარისიახლეებიმსოფლიო"რაც უფრო მალე მოვრჩებით, მით უკეთესი" – ბაიდენმა ავღანეთში ევაკუაციის ბოლო ვადა...

“რაც უფრო მალე მოვრჩებით, მით უკეთესი” – ბაიდენმა ავღანეთში ევაკუაციის ბოლო ვადა არ გადაწია

Published on

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, რომ აშშ-ს საევაკუაციო მისია ავღანეთში ამჟამინდელ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დაასრულოს. თუმცა, მან გასცა განკარგულება, რომ პენტაგონმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა იმუშავონ დამზღვევ გეგმაზე, თუკი 31 აგვისტომდე ევაკუაციის დასრულება ვერ მოხერხდება.

“რაც უფრო მალე დავასრულებთ, მით უკეთესი. [საევაკუაციო] ოპერაციების ყოველ დღეს ჩვენი სამხედროების მიმართ საფრთხე იზრდება” – თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, ევაკუაციის დროულად დასრულება თალიბანზეა დამოკიდებული და დაჯგუფებამ პროცესს ხელი არ უნდა შეუშალოს. სწორედ ამიტომ, პენტაგონი და სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით გეგმაზე იმუშავებენ.

ამ ეტაპისთვის ავღანეთიდან 70 000-მდე ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...