მთავარისიახლეებიეკონომიკაატამი, რომელიც ზუგდიდში 3 ლარი ღირს, კახეთში 10 თეთრად, თბილისში - ლარნახევრად...

ატამი, რომელიც ზუგდიდში 3 ლარი ღირს, კახეთში 10 თეთრად, თბილისში – ლარნახევრად იყიდება ან ,,უფასოდ” ლპება

Published on

ზუგდიდის ბაზარსა და სუპერმარკეტებში წელს ხილი შარშანდელ ,,ცეცხლის ფასებთან ''  შედარებიტაც კი უფრო ძვირია. ბალი ისე მოილია, რომ ბევრ ოჯახში ბავშვებს იგი გემოთიც არ გაუსინჯავთ – ერთი კილოგრამი ბლის ფასი საშუალოდ 5 და 7  ლარს შორის მერყეობდა, კვლავ ძვირი იყო მარწყვიც, მიუხედვად იმისა, რომ იგი გაყიდვაში  ადგილობრივი სასათბურე მეურნეობებიდანაც შემოდის – მისი ფასი მხოლოდ რამდენიმე დღე იყო 3-5 ლარის დონეზე, ახლა კი  5-7 ლარს შორის დასტაბილდა.
შედარებით იაფია ატამი – მისი ფასი 2-3 ლარს შორის მერყეობს, მაგრამ წლევანდელი უხვმოსავლიანობის პირობებში ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამ სემთხვევაში აღმოსავლეთ საქართველოდან ატმის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დანახარჯები ისე მძლავრი არგუმენტი არ არის, რომ ასეთი ფასები გამართლებუად ჩაითვალოს. 
 
„ბიზნესპრესნიუსის'' ინფორმაციით კახეთში გლეხებს ატმის რეალიზება უჭირთ. საბითუმო ბაზრებში ატმის ფასი 30-40 თეთრამდე მერყეობს. თუმცა რამდენიმე დღის წინ 10 თეთრიც კი ღირდა. 
როგორც ისინი  „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ატამი იმდენად ბევრია, რომ რეალიზება უჭირთ.
„ატამის ფასი 30-40 თეთრამდე მერყეობს, გააჩნია ატმის ხარისხს. 10 თეთრიც კი ღირდა, თუმცა რამდენიმე დღეა ცოტა უკეთესი სიტუაციაა. ატამი იმდენად ბევრია, რომ ადგილობრივი ბაზარი ფასებს ვერ არეგულირებს", – ამბობს   გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის მკვიდრი   გიორგი თოხარიკაშვილი.  – ამას ისიც დაერთო, რომ  აზერბაიჯანის მხარემ საბაჟოზე გადასახადი გაზარდა, რის გამოც კახეთიდან აზერბაიჯანში დიდი რაოდენობით ატამი ვეღარ გადის.
 
რაც შეეხება საქართველოს ბაზრებს, მისივე თქმით, ვიდრე ატამი თბილისში ჩავა და იქაურ დახლებზე განთავსდება, გადამყიდველების ხელში გადის და ამიტომ დედაქალაქში კილო ატმის ფასი 1.50 ლარს აღწევს. 
"ხშირად ისეც ხდება, რომ ჭარბი რაოდენობის გამო თბილისში გასაყიდი ატამი დახლებზე რჩება და მერე ნაგავში იყრება. ნაწილი ატამს სულაც ხეზე ტოვებს, რადგან ატმის დასაკრეფად რამდენიმე მუშა გჭირდება, რომელიც 30 ლარი ღირს. ასევე საჭიროა ტრანსპორტირების ხარჯები", – აღნიშნავს გიორგი თოხარიკაშვილი. 
 
თოხარიკაშვილის  თქმით, სოფელ ჩუმლაყში ძალიან დიდი პლანტაციებია, რომელმაც პატარ-პატარა მიწები მთლიანად დაჩრდილა. როგორც თოხარიკაშვილმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 10 ივლისს წვენების ქარხნის გახსნას აპირებს, თუმცა მათთვის დაგვიანებული იქნება. 
 
„ძალიან კარგი იქნება თუ ატამს 80 თეთრად მაინც გავყიდით. ეს ფასი ყველა ხარჯს დაფარავდა. რასაც ვხარჯავ, იმის ნახევარსაც ვერ ვიღებ. მომავალ წელს ატმის გაკაფვას ვაპირებ“, – განაცხადა თოხარიკაშვილმა. 
 
 

სიახლეები

კვლევების ჩასატარებლად, მზია ამაღლობელი კლინიკა “ვივამედში” რჩება – პენიტენციური

ოლიგარქის სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი კვლავ კლინიკა "ვივამედში"...

საია ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ივანოვ-ჩიქოვანს საჯარო პოზიციების გამო დევნის

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საზოგადოებრივ მაუწყებელზე, "მოამბის" წამყვანის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის წამყვანობიდან ჩახსნას ეხმაურება და აღნიშნავს,...

“ცენზურისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება” – პრეზიდენტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანზე

"ცენზურისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მოამბის...

“მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე” – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი წერს რომ, მას დღეიდან 18:00-საათიანი "მოამბე" აღარ მიჰყავს. ის არხის...