მთავარისიახლეებიკონფლიქტები სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, მუჟავასა და ტყაიაში იმყოფებოდა

 სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, მუჟავასა და ტყაიაში იმყოფებოდა

Published on

სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში იმყოფებოდა.

უწყების ინფორმაციით, გამყოფი ხაზის სოფლებში მინისტრმა  მოსახლეობას შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში განსაზღვრული სამომავლო გეგმები და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივები გააცნო, არსებული საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.

თეა ახვლედიანი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, სოფლებში: მუჟავასა და ტყაიაში იმყოფებოდა

შეხვედრებზე განხილულ იქნა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარებაც. სახელმწიფო მინისტრმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო პირბადეები გადასცა.

„შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების გამოვლენა და ანალიზი, მათზე სათანადო რეაგირება. სწორედ ამ მიზნით ჩვენი რეგულარული რეგიონული ვიზიტების ფარგლებში, ჩვენ ვიმყოფებოდით სამეგრელოში, სადაც შეხვედრები გავმართე როგორც ზუგდიდის, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტების შესაბამისს სოფლებში. მოსახლეობასთან მსჯელობისას უმნიშვნელოვანეს თემას წარმოადგენდა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების განხილვა და კოვიდინფექციის პრევენციის მიზნით მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობა. ამავდროულად, ბუნებრივია, ჩვენ განვიხილეთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივები და ხედვები, რომელთა შემუშავების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია უშუალოდ მოსახლეობისგან მოსმენილ იქნას და მიღებულ იქნას ინფორმაცია და მოსაზრებები მათი მაქსიმალური გათვალისწინების მიზნით,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...