შემთხვევა თბილისში, ერთერთ ბარში მოხდა, სადაც 21 წლის ტურისტმა გოგომ კაცი გაიცნო. დანიის მოქალაქე აცხადებს, რომ ამ კაცმა მასზე სექსუალურად იძალადა. მისი თქმით, ამის შესახებ მან მეგობარს შეატყობინა, რომელმაც 112-ზე დარეკა.
საქმეში პოლიცია ჩაერია, წინასწარი მონაცემებით კი, სავარაუდო დამნაშავეც უცხო ქვეყნის მოქალაქეა. პოლიციამ ის უკვე გამოკითხა, ხოლო პასუხი, იყო თუ არა ძალადობის ფაქტი 21 წლის გოგოზე, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ექსპერტიზა დასრულდება.